ჭდე: ძარცვა

გურჯაანში საფლავები გაძარცვეს

გურჯაანში საფლავები გაძარცვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები გაძარცვეს. მიმდინარე თვეში სოფელ ჩუმლაყის სასაფლაოებიდან ალუმინის კონსტრუქციების და რკინის ჯებირების ქურდობის ეს უკვე მეორე შემთხვევა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქურდობა მას შემდეგ გახშირდა, რაც ტერიტორიას დაცვა აღარ ჰყავს და არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ფაქტი კომენდანტის საათის დროს მოხდა, რადგან დღისით საეჭვო არავინ შეუნიშნავთ. იპნ

ბათუმში აფთიაქი გაძარცვეს

ბათუმში აფთიაქი გაძარცვეს

ბათუმში, გუშინ, 14 აპრილს გვიან ღამით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, აღმაშენებლის ქუჩაზე აფთიაქი გაძარცვეს. როგორც “ფარმა სახლის” ხელმძღვანელი, ლიანა კვირკველია ამბობს, წაღებულია 200 ლარამდე ოდენობის თანხა. დილიდან ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები. შემთხვევა, “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისთან ახლოს მოხდა, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ და შუშები ჩაამტვრიეს.

საბერძნეთში ქართველების ჯგუფი 24 ძარცვისთვის დააკავეს

საბერძნეთში ქართველების ჯგუფი 24 ძარცვისთვის დააკავეს

ბერძნულ მედიაში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ქართველების ჯგუფი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მრავალჯერად ძარცვაშია ეჭვმიტანილი. მათ მინიმუმ 24 ძარცვა მოაწყვეს. ბერძენმა სამართალდამცებმა ქართველების ჯგუფი 4 დეკემბერს დააკავეს და მათგან ძვირფასეულობა, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ქუთაისისა და კასპის მკვიდრები არიან. წელს საბერძნეთში ეს ქართველების მასშტაბური დაკავების მეორე შემთხვევაა: მანამდე […]

ადვოკატი ნიჟარაძე – “ჩემს კლიენტებს ინტელექსპრესი არ გაუძარცვავთ”

ადვოკატი ნიჟარაძე - "ჩემს კლიენტებს ინტელექსპრესი არ გაუძარცვავთ"

ქუთაისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესის” ქურდობის ფაქტზე დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ. როგორც დაკავებულების ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე აცხადებს, საქმეში მათი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. მიგვაჩნია, რომ წარდგენილ ბრალდებაში არიან უდანაშაულოები. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას. აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ამოღებული თანხა, რომელიც არ არის დიდი ოდენობის […]

ქუთაისში 19 სექტემბერს “მისო ინტელექსპრესის” გაძარცვისთვის გ.მ. და ს.ჯ. დააკავეს – ვიდეო

ქუთაისში 19 სექტემბერს "მისო ინტელექსპრესის" გაძარცვისთვის გ.მ. და ს.ჯ. დააკავეს - ვიდეო

19 სექ­ტემ­ბერს ქუ­თა­ის­ში დიდი ძარცვა მოხდა. დამნაშავეებმა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სარ­და­ფი­დან ია­ტა­კის ამოჭ­რის გზით შე­აღ­წი­ეს კომ­პა­ნია „მისო ინ­ტე­ლექ­სპრე­სის“ ფი­ლი­ა­ლის სა­ცა­ვის ოთახ­ში, სა­დაც, ლი­თო­ნის სა­ცა­ვის კა­რის გაჭ­რით, ფა­რუ­ლად და­ე­უფლნენ თან­ხას და ოქ­როს ნივ­თებს. „სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გ.მ. ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში და­ა­კა­ვეს. ს.ჯ. კი და­კა­ვე­ბულ იქნა ქუ­თა­ის­ში, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას […]

“სამჯერ ისროლეს და შემოვარდნენ” – თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ყაჩაღებმა გაძარცვეს

"სამჯერ ისროლეს და შემოვარდნენ" - თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ყაჩაღებმა გაძარცვეს

გუშინ, 30 ნოემბერს, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი პირი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შეიჭრა. მათ დაცვის თანამშრომლებს ჩაკეტილი კარის გაღება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი ცეცხლი გახსენს, რის შედეგადაც შენობის ინვენტარი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც შეეხება წაღებულ თანხას, წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა 3.500 ლარი წაიღეს. “ორი ადამიანი იყო, თანამშრომელს კარის გაღება მოსთხოვეს, როცა დაცვის თანამშრომელმა მათი […]

ფაშინიანი – “მომიტინგეებმა მომპარეს კომპიუტერი, სუნამო, მართვის მოწმობა…”

ფაშინიანი - „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა"

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მომიტინგეები ერევანში მის ოფიციალურ რეზიდენციაში შეიჭრნენ და გაძარცვეს. ”მათ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან მოიპარეს კომპიუტერი, საათი, სუნამო, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, “სამშობლოსთვის”, – თქვა მან. მანამდე პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დაეკავებინათ მომიტინგეები, რომლებიც ძალადობრივად შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს. იპნ

პეკინზე საიუველირო მაღაზია ფიორელა გაძარცვეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

პეკინის გამზირზე გუშინ, 8 ნოემბერს, გვიან ღამით, საიუველირო მაღაზია “ფიორელა”-ში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ – ჩამსხვრეულია ვიტრინები და წაღებულია სამკაულები. მაღაზიის მეპატრონემ ძარცვის შესახებ დაცვის სამსახურის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომლებმაც 112-შიც დარეკეს, მაგრამ ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის ნაცვლად საგამოძიებო ჯგუფი მივიდა. გამომძიებლებს სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებული მტკიცებულებები უკვე გადაეცათ. მთავარი

სოფელ გლდანში 53-ე ბაგა-ბაღი გაძარცვეს

სოფელ გლდანში 53-ე ბაგა-ბაღი გაძარცვეს

სოფელ გლდანში 53-ე ბაგა-ბაღი გაძარცვეს. ბაღის დირექტორის თქმით, მან ჯერ არ იცის რა არის წაღებული და არც სავარაუდო დამნაშავეების შესახებ აქვს ინფორმაცია.ბაღში ამჟამად სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. ნიუპოსტი

“ბადრი ესებუა თბილისშია წასულიო და რატომ, არ ვიცი” – რას ამბობენ ნათესავები

"ბადრი ესებუა თბილისშია წასულიო და რატომ, არ ვიცი" - რას ამბობენ ნათესავები

მეექვსე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის ცენტრში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებს. პარალელურად, მედიაში ძებნილის სავარაუდო ვინაობა დასახელდა. მედიის ცნობით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ბადრი ესებუაა. “კურიერი” ბადრი ესებუას ოჯახს და ახლობლებს ესაუბრა. ესებუას მშობლები დუმილს ამჯობინებენ. ნათესავების თქმით კი, ბადრი ესებუა ბოლოს 23 ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს. ესებუას ნათესავები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ის სავარაუდო […]