ჭდე: ესპანეთი

“ესპანეთში კოვიდ 19-ის ვაქცინა უფასო იქნება”

ევროკავშირი BioNTech-Pfizer-ის კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს

ესპანეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. ესპანეთის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ერთ მილიარდი ევრო გამოყო, ასევე შექმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც გადაწყვეტს, ვინ მიიღებს პირველ ვაქცინას. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, […]

გერმანიის უდიდესი სირცხვილი – ესპანეთმა მას 6:0 მოუგო

გერმანიის უდიდესი სირცხვილი - ესპანეთმა მას 6:0 მოუგო

გაიმართა ერთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები. პორტუგალიამ სტუმრად დამატებით დროში გატანილი გოლით 3:2 მოუგო ხორვატიას. დუბლი “მანჩესტერ სიტის” მცველმა რუბენ დიასმა შეასრულა. ასევე დუბლი მიითვალა ხორვატთა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა. პორტუგალიელთა შემტევმა ჟოაო ფელიქსმა ყველა ტურნირზე უკანასკნელ 7 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. საფრანგეთმა სახლში 4:2 სძლია შვედეთს. დუბლი ოლივიე ჟირუმ მიითვალა. შვედეთმა 6-დან 5 შეხვედრა […]

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 6 თვით, 9 მაისამდე, გაგრძელდა

ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 6 თვით, 9 მაისამდე, გახანგრძლივების საკითხს მხარი დაუჭირა, რაც რეგიონულ ხელისუფლებას კორონავირუსის მეორე ტალღის კონტროლისთვის დამატებით უფლებამოსილებას აძლევს. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა 194-მა დეპუტატმა, 53 კი წინააღმდეგი იყო. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება, ამასთან, რეგიონულ მმართველებს უფლებამოსილებას უტოვებს საკუთარი ზომები თავად გადაწყვიტონ და შეზღუდვების პაკეტი თვითონ შეიმუშაონ. პირველად ესპანეთის მასშტაბით საგანგებო […]

ესპანეთში ბორდელები იხურება

ესპანეთში ბორდელები იხურება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ესპანეთში, კასტილია-ლა მანჩას რეგიონში ბორდელები დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტყილება რეგიონის მთავრობამ მიიღო. კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ადგილობრივმა მთავრობამ რიგი შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, დაიხურება ღამის კლუბები, აიკრძალება ფიესტების გამართვა, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭამა და სმა. აღსანიშნავია, რომ კასტილია-ლა მანჩას რეგიონზე ესპანეთში რეგისტრირებული ბორდელების 80% მოდის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 377 906 შემთხვევა გამოვლინდა, […]

ესპანეთში ღია ცის ქვეშ მოწევა აიკრძალება – რესტორნები და ბარები ღამის 1 საათზე დაიკეტება

ბარსელონას და მადრიდს შეზღუდვების შერბილების პირველ ეტაპზე გადასვლის უფლება მისცეს

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წესები ამოქმედდა, მათ შორის არის ღია ცის ქვეშ მოწევის აკრძალვა, ღამის კლუბების დახურვა და ბარებისა და რესტორნებისთვის სამუშაო საათების განსაზღვრა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „არ შეიკრიბოთ ღია ცის ქვეშ წვეულებებზე, არ დალიოთ და არ მოწიოთ, როდესაც არ შეგიძლიათ მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. დაიცავით დისტანცია მეგობრებთან და ნუ შეიკრიბებით 10 […]

ესპანეთში კოვიდ 19-ის 3.715 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ესპანეთში 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 3.715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვირუსის 1.535 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 131 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 370.867 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 28.797 ადამიანი.

ესპანეთში ღამის კლუბები იხურება, პარიზი კი კვლავ წითელ ზონად ცხადდება

ესპანეთში ტურისტების რაოდენობა 97,7%-ით შემცირდა

კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ესპანეთის ყველა რეგიონში ღამის კლუბების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. აიკრძალა 10 კაცის შეკრება და ღია სივრცეებში, იქ სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია მოწევა. კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის გამო, პარიზი კვლავ “წითელ ზონად” გამოცხადდა. საფრანგეთში ბოლო 24 საათში, 2 ათას 700-მდე ახალი დაავადებული გამოვლინდა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კი იმ ქვეყნების სიას, რომელი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებიც 14-დღიან […]

ესპანეთში ტურისტების რაოდენობა 97,7%-ით შემცირდა

ესპანეთში ტურისტების რაოდენობა 97,7%-ით შემცირდა

ესპანეთმა, მიმდინარე წლის ივნისში 204.926 საერთაშიროსო ტურისტი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97.7%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, ტურისტების მიერ აღნიშნულ პერიოდში დახარჯული თანხის საერთო მოცულობა წინა წელთან შედარებით 98.6%-ით შემცირდა. გარდა ამისა, თითოეულმა ტურისტმა, საშუალოდ, 755 აშშ დოლარი დახარჯა, რაც წინა წლის […]

ესპანეთში 23 წლის ორსული ქართველი ქალი მოკლეს

ესპანეთში 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს. ის მეუღლემ იპოვა. ოჯახი თვლის, რომ ქალი მოკლულია. ბებიის ვარაუდით, მის შვილიშვილს ფული მოპარეს, რის გამოც პოლიციაში ჩივილს აპირებდა. ამ ფაქტიდან მალევე კი ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს. ქალი 3 თვის ორსული იყო. ის წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურადანაა. მთავარი

გერმანია – ესპანეთის სამ რეგიონში არ გაემგზავროთ

ესპანეთში 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ესპანეთის სამ რეგიონში არააუცილებელი ვიზიტებისგან თავი შეიკავონ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული რეგიონებია: არაგონი, კატალონია და ნავარა. BBC წერს, რომ ამ სამ რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ესპანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიტუაციას […]