ჭდე: ესპანეთი

ხანძარი ესპანეთში – გადაკეტილია გზები

ხანძარი ესპანეთში - გადაკეტილია გზები

ხანძარია ესპანეთში. უელვას რეგიონში 400 ჰექტარი დაიწვა. სტიქიას ასობით მეხანძრე ებრძვის. შემთხვევის ადგილზე გადაკეტილია გზები. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით ძლიერმა ხანძარმა შესაძლოა უელვას ეკოლოგიაზე გავლენა იქონიოს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი, მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2

ესპანეთში ოკეანის ფსკერზე გოგონას ცხედარი იპოვეს

ესპანეთში ოკეანის ფსკერზე გოგონას ცხედარი იპოვეს

ესპანეთში, ოკეანის ფსკერზე, სპორტულ ჩანთაში მოთავსებული გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი იპოვეს. იმისათვის, რომ წყალში სხეული ღრმად ჩასულიყო დამნაშავემ ჩანთა რკინის ღუზას მიამაგრა. ოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილი გოგონა მამას ჰყავდა გატაცებული. როგორც ესპანური მედია იუწყება, გვამი ოკეანის ფსკერზე სამართალდამცველებმა ხუთშაბათს იპოვეს. ოლივია გიმენო ექვსი წლის გოგონა იყო, რომელიც მას შემდეგ იძებნებოდა, რაც მამამ გაიტაცა მასთან ერთად გაუჩინარებული იყო მისი მცირეწლოვანი დაც, […]

ესპანეთი დღეიდან ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

ესპანეთში ტურისტების რაოდენობა 97,7%-ით შემცირდა

ესპანეთი დღეიდან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასული ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრებს ხსნის, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანს-პრესი ავრცელებს. „ესპანეთი უსაფრთხო დანიშნულების ადგილია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა და დასძინა, რომ ქვეყანა „ტურიზმის სექტორში გლობალური ლიდერობის დაბრუნების პროცესშია”. რაც შეეხება არავაქცინირებულ ევროპელ მოგზაურებს, რომლებსაც ესპანეთში შესასვლელად ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი სჭირდებოდათ, დღეიდან მათ […]

ესპანეთში მამაკაცმა მასწავლებლებმა კაბები ჩაიცვეს

ესპანეთში მამაკაცმა მასწავლებლებმა კაბები ჩაიცვეს

ეს­პა­ნეთ­შის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­მა­კა­ცებ­მა გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის და­სამ­სხვრე­ვად და ასე­ვე მოს­წავ­ლე ბი­ჭის მხარ­და­სა­ჭე­რად, კა­ბე­ბი ჩა­იც­ვეს. საქ­მე ისაა, რომ მოს­წავ­ლე ბიჭი სკო­ლი­დან კა­ბის ჩაც­მის გამო გა­რი­ცხეს. მას­წავ­ლებ­ლებ­მა კი მას ამ ფორ­მით გა­მო­უ­ცხა­დეს სო­ლი­და­რო­ბა. 15 წლის მი­კელ გო­მე­სი კა­ბის ჩაც­მის გამო, სკო­ლი­დან გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­რი­ცხეს, რის შემ­დე­გაც, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა მოძ­რა­ო­ბას – “სა­მოსს სქე­სი არ აქვს.” მი­კელ გო­მეს­მა […]

ესპანეთმა სეუტაში ჯარი შეიყვანა

ესპანეთმა სეუტაში ჯარი შეიყვანა

ესპანეთის ანკლავის, სეუტას ტერიტორიაზე მეზობელი მაროკოდან 6 000-მდე მიგრანტი შევიდა. მიგრანტების უმეტესობა მაროკოელია და მათ შორის 1.500-მდე არასრულწლოვანია. ესპანეთის ხელისუფლებამ სეუტაში ჯარისკაცები შეიყვანა, რომლებიც სასაზღვრო პოლიციას დაეხმარებიან და მაროკოსთან საზღვარზე პატრულირებას განახორციელებენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფერნანდო გრანდ-მარლასკამ განაცხადა, რომ სეუტას სასაზღვრო ძალებს 200 ჯარისკაცი და 200 პოლიციელი დაეხმარება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა სეუტაში შექმნილი კრიზისის გამო პარიზში […]

ესპანეთის სანაპიროზე 17 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ესპანეთის სანაპიროზე 17 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულების სანაპიროსთან ნავში 17 გარდაცვლილი მიგრანტი იპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 3 გადარჩენილი, 2 მამაკაცი და 1 ქალი, სამხედრო ვერტმფრენით ტენერიფის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის პრესსპიკერმა განაცხადა, ნავში მყოფი მიგრანტები სუბსაჰარული აფრიკიდან იყვნენ. აფრიკიდან კანარის კუნძულებზე ჩამსვლელი მიგრანტების რიცხვი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური […]

ესპანეთში პირბადე ღია სივრცეში ყველგან სავალდებულო ხდება

ესპანეთში პირბადე ღია სივრცეში ყველგან სავალდებულო ხდება

ესპანეთში პირბადის გამოყენება ღია ცის ქვეშ ყველგან, მათ შორის სანაპიროებსა და საცურაო აუზებზეც, სავალდებულო ხდება იმ სიტუაციაშიც კი, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შესაძლებელია. რეგულაცია, რომელიც კატალონიაში გასული წლის ივლისიდან არის ძალაში, მთელს ქვეყანაში გავრცელდება. პირბადეების მოხსნა მხოლოდ ჭამის, სმისა და მოწევის დროს იქნება შესაძლებელი. ესპანეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირების 3.2 მილიონი და გარდაცვალების 75 000 […]

ესპანეთში დაკავებული გემის ეკიპაჟის ნახევარი ქართველები იყვნენ

ესპანეთში დაკავებული გემის ეკიპაჟის ნახევარი ქართველები იყვნენ

“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ესპანეთის წყლებში დაკავებულ გემზე, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკები გადაჰქონდა, ქართველებიც იყვნენ. ეკიპაჟის 9 წევრიდან 4 ქართველია. საუბარია 3 ტონა კოკაინზე, რომლის ღირებულებაც ბაზარზე 150 მილიონ ევროს აღწევს. ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რა ტვირთი გადაჰქონდათ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემით. თუმცა, მათ მდგომარეობას ამძიმებს […]

ბარსელონასთან ქართველმა მამაკაცმა მაროკოელი ქურდი დაჭრა – ვიდეო

ბარსელონასთან ქართველმა მამაკაცმა მაროკოელი ქურდი დაჭრა - ვიდეო

მაროკოული წარმოშობის სავარაუდო ქურდი ძარცვის მცდელობისას ქართველმა მამაკაცმა სახეში დანით რამდენჯერმე დაჭრა. ესპანური გამოცემები წერენ, რომ გამვლელებმა ქურდი დაზარალებულს ხელიდან ძლივს გამოჰგლიჯეს. შემთხვევა სანტა კოლომას (Santa Coloma de Gramenet, მუნიციპალიტეტი ბარსელონის პროვინციაში) ერთ-ერთ უბანში მოხდა, Mossèn Jacint Verdaguer-ის ქუჩაზე, ბაზრის სიახლოვეს. როდესაც მაროკოელი წარმომავლობის პირმა მორიგი გამვლელის გაძარცვა სცადა, დაზარალებულმა მამაკაცმა, რომელიც ქართველი აღმოჩნდა, მძარცველს წინააღმდეგობა […]

ესპანეთში იანვრიდან კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაცია დაიწყება

ესპანეთში 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იანვარში დაიწყება და უფასო იქნება. ამ ინფორმაციას ესპანური მედი ავრცელებს. ესპანეთის ხელისუფლებამ ვაქცინის შესაძენად მილიარდი ევრო უკვე გამოყო და 2021 წლის დასაწყისში ის კომპანია Pfizer-ის ვაქცინის 20 მილიონ დოზას შეიძენს. ამასთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ესპანეთსა და AstraZeneca-ს შორის კანდიდატი ვაქცინის 31 მილიონი დოზის შესყიდვაზე. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, თავდაპირველად ვაქცინაცია იმ […]