ჭდე: გადადგომა

“გახარიას განსაკუთრებული მადლობა” – 20 დღიანი მუშაობის შემდეგ კახა ქემოკლიძე გადადგა

"გახარიას განსაკუთრებული მადლობა" - 20 დღიანი მუშაობის შემდეგ კახა ქემოკლიძე გადადგა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ქემოკლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა. „დადგა დრო როდესაც ზუსტად 10-წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების […]

„გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ სილა გააწნა“ – გია ნოდია

გახარია - სულ კარგად მეყოლეთ!

პოლიტოლოგი გია ნოდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას გადადგომა იყო სილის გალაწუნება „ქართული ოცნებისთვის“: – ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ რამდენიმე პრემიერ-მინისტრის გადადგომა და აქამდე ერთადერთი კვირიკაშვილი იყო, რომელმაც ბუნდოვნად, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ახსნა თავისი გადადგომის მიზეზი. მაგრამ ამ შემთხვევაში გახარია დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს რაღაც კონკრეტულ და პრინციპულ საკითხზე, თანაც ეს მოხდა პოლიტიკური კრიზისის მომენტში […]

“აღარ შეიტენა გახარიამ, დაასწრო და წავიდა…” – ხათუნა ხოფერია

ხათუნა ხოფერია - "დღეს მძიმე ოთხშაბათია! დღე ქრისტეს 30 ვერცხლად გაყიდვის! ხომ არ გღალატობ, უფალო? არ ვიცი... და ეს მაწუხებს...."

ხათუნა ხოფერია გახარიას გადადგომას ფეისბუქში ასე გამოხმაურა: “გავრილოვის ღამის” სცენარის გამეორება სცადეს მელიას “აშეინიკის” პროექტით. ანუ, დაპირისპირება, სისხლისღვრა, პოლარიზაცია და ისევ გახარიასთვის შეტენვა ყველაფრის… ნწ…ნწ…ნწ… აღარ შეიტენა გახარიამ, დაასწრო და წავიდა… ჰო და, უცებ შეიცვალა შტურმიც, დაჭერაც, თვალების დათხრაც და ყოლიფერიც………. ისე, რა უცნაურია, ორივე სცენარში კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე, გახარია, მელია….)))))… ისე, მაინც რამდენს ნიშნავს […]

გახარიას გადადგომის შემდეგ მთავრობაც გადამდგარია

"24 დეკემბრამდე აიკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი?"- რას გეგმავს მთავრობა

პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს. პარლამენტს კი, 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

გახარია გადადგა – “მელიას დაპატიმრება სწორად არ მიმაჩნია”

გახარია გადადგა - "მელიას დაპატიმრება სწორად არ მიმაჩნია"

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. „იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული […]

კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის უფროსობიდან გადადგა

კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის უფროსობიდან გადადგა

კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” შსს- ში დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე მის მოვალეობას ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს, რომელიც დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად კონსტანტინე ანანიაშვილი 2018 წელს დაინიშნა. კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. ის 2013-2016 […]

კახეთის პოლიციის უფროსი ზურაბ ბერიკაშვილი გადადგა

კახეთის პოლიციის უფროსი ზურაბ ბერიკაშვილი გადადგა

კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ზურაბ ბერიკაშვილს 2017 წლიდან კახეთის სამხარეო პოლიციაში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო მოგვიანებით დააწინაურეს და 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბერიკაშვილის წასვლას ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, ვინ ჩაანაცვლებს მას. ბერიკაშვილი მუშაობას თბილისში, ცენტრალური ნარკოლოგიური განყოფილების უფროსად გაგრძელებს. იპნ

იტალიის პრემიერმა კონტემ პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა

კონტე - "იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, ვაქცინის აღმოჩენას ვერ დაველოდებით"

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას, გადადგომის თხოვნით მიმართა. კონტეს იმედი აქვს, ახალი კოალიციის ფორმირებისა და საპარლამენტო უმრავლესობის აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერჯიო მატარელა, „პოლიტიკური წყლების მოსინჯვის“ მიზნით, ოთხშაბათიდან პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს. თუკი პრეზიდენტი ჩათვლის, რომ კონტეს საჭირო მხარდაჭერა აქვს, პრეზიდენტი მას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს მისცემს იმისთვის, რომ შეთანხმებას მიაღწიოს […]

გარეგინ II – “ფაშინიანი უნდა გადადგეს”

გარეგინ II - "ფაშინიანი უნდა გადადგეს"

სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა გარეგინ II-მ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. „ყარაბაღის ომის შემდეგ ჩვენ განვიცდით ტკივილის, დარდისა და შფოთვის მძიმე დღეებს. მრავალმა მსხვერპლმა, ისტორიული ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვამ, ომის კატასტროფულმა შედეგებმა და კიდევ უფრო დიდმა საგარეო საფრთხემ მოიცვა ჩვენი სულები და დაარღვია სამშობლოსა და დიასპორის სოლიდარობა, ეროვნული […]

ანა მიქელაძემ ცესკო დატოვა – “ესაა რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”

ანა მიქელაძემ ცესკო დატოვა - "ესაა რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება"

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქში 1 საათის წინ დაწერა: “ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი. ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ […]