კახეთის პოლიციის უფროსი ზურაბ ბერიკაშვილი გადადგა

კახეთის პოლიციის უფროსი ზურაბ ბერიკაშვილი გადადგაკახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ზურაბ ბერიკაშვილს 2017 წლიდან კახეთის სამხარეო პოლიციაში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო მოგვიანებით დააწინაურეს და 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბერიკაშვილის წასვლას ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, ვინ ჩაანაცვლებს მას.

ბერიკაშვილი მუშაობას თბილისში, ცენტრალური ნარკოლოგიური განყოფილების უფროსად გაგრძელებს.

იპნ