ჭდე: გაფიცვა

“ირაკლი გოგიბერიძე გადადგეს!” – თბილავიამშენი ისევ გაიფიცა

"ირაკლი გოგიბერიძე გადადგეს!" - თბილავიამშენი ისევ გაიფიცა

თბილისში “თბილავიამშენი“-ს გაფიცული თანამშრომლები კომპანიისგან კუთვნილი ხელფასისა და დანამატის დროულად გაცემას ითხოვენ. კომპანიაში დასაქმებული 120-მდე თანამშრომლის განცხადებით, ისინი არ იმუშავებენ მანამ, სანამ „თბილავიამშენი“ მათ სახელფასო დავალიანებას უახლოეს პერიოდში არ დაფარავს. მათი ინფორმაციით,  ისინი მიმდინარე წლის მარტშიც, იდენტური მოთხოვნის საფუძველზე გაიფიცნენ. ​აქციაზე შეკრებილებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გოგიბერიძე შეხვდა, თუმცა, მოლაპარაკების პროცესი კამათის ფონზე წარიმართა და […]

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მუშები გაიფიცნენ

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მუშები გაიფიცნენ

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. მათ საპროტესტო აქცია სამტრედიაში გამართეს და ხელფასების ანაზღაურება მოითხოვეს. მათი თქმით, სამი თვეა, კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ, რის გამოც ერთი კვირაა, სამუშაოები შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძირითადად ხიდების სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ სამუშაოს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე ხელფასები არ დაერიცხებათ. „ხელფასები არ აგვიღია, უკვე მესამე თვე სრულდება, თითქმის, […]

სამორინე „ევოლუშენ გეიმინგის“ 500 თანამშრომელი გაიფიცა – “ვითხოვთ ხელფასების გაზრდას”

სამორინე „ევოლუშენ გეიმინგის“ 500 თანამშრომელი გაიფიცა - "ვითხოვთ ხელფასების გაზრდას"

სამორინეს თანამშრომლები გაიფიცნენ. დღის ბოლოს „ევოლუშენ გეიმინგის“ 500-მდე წარმომადგენელმა აქცია კომპანიის წინ გამართა. ისინი ხელფასების მატებასა და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით, მზად არიან, კომპანიის ადმინისტრაციასთან დეტალები განიხილონ. შეკრებილებს მხარდაჭერას უცხადებს გაერთიანებული პროფკავშირები. აქცია დღესაც იგეგმება. „წინასწარ გავაფრთხილეთ კომპანია, გავიფიცეთ. გვინდა, რომ ბავშვებს ხელფასები გაეზარდოთ. მენეჯერებმა თქვეს, რომ ვინც გარეთ გავა, იქნება გათავისუფლებული, მაგრამ დღეს ყველა […]

ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა – მინისტრებთან შეხვედრა დასრულდა

ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა - მინისტრებთან შეხვედრა დასრულდა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების და მინისტრების შეხვედრა დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე “ინტერპრესნიუსთან”აცხადებს, შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, რაც 1 ივნისიდან ხელფასის 25%-ით, ერთი წლის შემდეგ 10%-ით გაზრდას გულისხმობს. მისი ინფორმაციით, შეთავაზება მისაღებია მაღაროელებისთვის და გაფიცვა შეწყდება. შეხვედრას ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, ასევე საჩხერე ჭიათურის მიტროპოლიტი ესწრებოდა. მაღაროელები 16 მაისს გაფიცნენ.

ჭიათურაში სკოლები დაიკეტა – მოსწავლეები აქციას შეუერთდნენ

ჭიათურაში სკოლები დაიკეტა - მოსწავლეები აქციას შეუერთდნენ

მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში, საყოველთაო სახალხო გამოსვლაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც გაფიცულმა მუშებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაღაროელების ქალაქი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. სასწავლო პროცესი შეწყდა, ქუჩებში სკოლის მოსწავლეებიც გავიდნენ. ქუჩაში მაღაროელებთან ერთად რიგითი მოქალაქეები მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებიან. ისინი მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ჭიათურიდან კომპანიის გაძევებას ითხოვენ. „უსამართლობაა, ხალხი იხრჩობა მტვერში, ნაგავში, არაფერი შემოსავალი არ აქვთ. გამოვედი ჩემი […]

გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გაძევებას ითხოვენ

გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გაძევებას ითხოვენ

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლას მოითხოვეს. მათ ქალაქში კომპანიის წასვლის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მაღაროელების განცხადებით, გაფიცვა და შიმშილობა გრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნების არ დაკმაყოფილდება. ჭიათურაში მაღაროელები მეათე დღეა შიმშილობენ. ერთ-ერთი დღეს შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, […]

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა მსვლელობა მოაწყვეს

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა მსვლელობა მოაწყვეს

მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში – პროტესტმა ახალი მასშტაბი მიიღო და მაღაროელებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს. ჭიათურელები კარვებში მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებენ და მთავრობას მაღაროელების დახმარებისკენ მოუწოდებენ. ისინი მძიმე სოციალურ მგომარეობაზე საუბრობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მმართველი პარტია მათ გვერდში არ დგას და ადგილობრივების მხარდაჭერა მხოლოდ არჩევნებისთვის უნდოდათ. „ჩამოვიდნენ აქ, შეხვედრა იყო, გივი მოდებაძე წარადგინეს იმ დღეს, მერე ჩამთავრდა არჩევნები და ბატონი კახი კალაძე შეპირდა ხალხს, […]

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გაფიცულები მერიის შენობის წინ არიან შეკრებილები. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროფკავშირების წარმომადგენლის ამირან მაჩიტაძის ინფორმაციით, დასაქმებულები მაღაროში შექმნილ არასათანადო სოციალურ პირობებს აპროტესტებენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები მაღაროელებს ჯერ არ შეხვედრიან.

სოცმუშაკები გაფიცვას აგრძელებენ – სერგეენკოსთან ისინი ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ

სოცმუშაკები გაფიცვას აგრძელებენ - სერგეენკოსთან ისინი ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ

სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ – გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. სოციალური მუშაკების განცხადებით, დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დროს გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მთავარი პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება. სოციალური მომსახურების აგენტების თქმით, დავით სერგეენკოსგან ხელფასის ზრდის პირობა ვერ მიიღეს.  დავით სერგეენკოს განცხადებით, 2020 წლამდე მათთვის ანაზღაურების ზრდა ვერ მოხერხდება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრის დროს […]

”ხელფასს აღარ გადაგიხდით!” – გაფიცულ სოცმუშაკებს სერგეენკოს მოადგილე ბარკალაია დაემუქრა

”ხელფასს აღარ გადაგიხდით!” - გაფიცულ სოცმუშაკებს სერგეენკოს მოადგილე ბარკალაია დაემუქრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, მომავალი თვიდან სოციალური მუშაკების სახელფასო ანაზღაურების საკითხი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ექნება თუ არა ორმაგი სახელფასო ხარჯი შტატგარეშე თანამშრომლების დამატებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ასე არ იქნება, რამდენადაც სავარაუდოდ, მომავალი თვიდან სამინისტრო გაფიცულ სოცმუშაკებს ხელფასს აღარ გადაუხდის. „მიმდინარე თვის […]