სამორინე „ევოლუშენ გეიმინგის“ 500 თანამშრომელი გაიფიცა – “ვითხოვთ ხელფასების გაზრდას”

სამორინე „ევოლუშენ გეიმინგის“ 500 თანამშრომელი გაიფიცა - "ვითხოვთ ხელფასების გაზრდას"სამორინეს თანამშრომლები გაიფიცნენ. დღის ბოლოს „ევოლუშენ გეიმინგის“ 500-მდე წარმომადგენელმა აქცია კომპანიის წინ გამართა.

ისინი ხელფასების მატებასა და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით, მზად არიან, კომპანიის ადმინისტრაციასთან დეტალები განიხილონ.

შეკრებილებს მხარდაჭერას უცხადებს გაერთიანებული პროფკავშირები. აქცია დღესაც იგეგმება.

„წინასწარ გავაფრთხილეთ კომპანია, გავიფიცეთ. გვინდა, რომ ბავშვებს ხელფასები გაეზარდოთ. მენეჯერებმა თქვეს, რომ ვინც გარეთ გავა, იქნება გათავისუფლებული, მაგრამ დღეს ყველა აქაა,“ – ამბობს სამორინეს თანამშრომელი, გიორგი ბურჯანაძე.

”ევოლუშენ გემბლინგის” მთავარი იურისტი გიორგი სოკოლოვსკი ამბობს, რომ კომპანია მზად არის ღია დიალოგისთვის. მისი თქმით, საკითხები, რომლის გადაჭრასაც თანამშრომლები ითხოვენ, ცივილური გზით გადაწყდება.