ჭდე: გაფიცვა

საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ. სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალური მუშაკების […]

„თბილავიამშენის“ საწარმო პარალიზებულია – გაფიცულები ხელფასის 1.000 ლარიდან 1.250-მდე მატებას ითხოვენ

„თბილავიამშენის“ საწარმო პარალიზებულია - გაფიცულები ხელფასის 1.000 ლარიდან 1.250-მდე მატებას ითხოვენ

„თბილავიამშენის“ საწარმო პარალიზებულია. „თბილავიამშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. კომპანიის 120-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ადმინისტრაციისგან ხელფასების მატებას და პრემიალური სისტემის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც ადმინისტრაციამ 4 თვის წინ გააუქმა. აქციის მონაწილეების თქმით, იანვრიდან ხელფასების ზრდასთან ერთად პრემიების გაცემის პირობა მათ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა, ნოდარ ბერიძემ მისცა, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. კერძოდ, […]

მეშახტეთა ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტში რჩება

მეშახტეთა ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტში რჩება

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში დღეს დილით, ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასული მეშახტეები შახტიდან აღარ ამოვიდნენ. 25-მდე მეშახტე ამ დროისთვის ძიძიგურის შახტში, 300 მეტრ სიღრმეზე რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ განუცხადა, მანამდე დარჩებიან შახტში, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ, დაუყოვნებლივ აღდგეს შახტებში საწარმოო პროცესი და მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები. მეშახტეებს კომპანიის მიმართ პრეტენზია […]

ტელეიმედის ოპერატორები გაიფიცნენ

ტელეიმედის ოპერატორები გაიფიცნენ

არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედში” ოპერატორები გაიფიცნენ. უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლებს ხელფასები თითქმის გაუნახევრეს და ნაწილი ოპერატორების სამსახურიდან დაითხოვეს. არხის ხელმძღვანელობამ ოპერატორებს ტესტირება ჩაუტარა და შედეგების მიხედვით მათ ნაწილს ხელფასები შეუმცირდათ, ნაწილი კი სამსახურიდან გაუშვეს. ამ დროისთვის არხის ოპერატორები გადაღებაზე არ გავიდნენ და ისინი არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ნიუპოსტი

მეტრო 5 ივნისსაც არ იმუშავებს – კალაძესთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მეტრო 5 ივნისსაც არ იმუშავებს - კალაძესთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თბილისის მერიაში მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. თბილსიის მერიის წარნომადგენლები გლდანის დეპოსთან, გაფიცულ თანამშრონლებთან მიდიან, სადაც გადაწყდება განაახლებს თუ არა მეტრო 5 ივნისიდან მუშაობას. თბილისის მერიაში შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. […]

”საკუთარ ოჯახს ხომ არ გავეფიცები?” – რუსთაველის მეტროსთან მეტროს მემანქანეები აქციას მართავენ

”საკუთარ ოჯახს ხომ არ გავეფიცები?” - რუსთაველის მეტროსთან მეტროს მემანქანეები აქციას მართავენ

რუსთაველის მეტროსთან მეტროს მემანქანეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სამუშაო საათებში მათ გაფიცვის უფლება არ აქვთ. “გაფიცვა სამუშაო საათებში გვინდა, სახლში რომ მივალ, საკუთარ ოჯახს ხომ არ გავეფიცები?”, – აცხადებენ შეკრებილები. მემანქანეების მთავარი მოთხოვნა ისევ რჩება ხელფასის 45%-ით გაზრდა. აქციაზე იმყოფებიან „თეთრი ხმაურის“, „აუდიტორია 115“-ის, პროფკავშირების წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციები […]

ბათუმის შემოვლითი გზის მუშები გაიფიცნენ

ბათუმის შემოვლითი გზის მუშები გაიფიცნენ

ბათუმში შემოვლითი გზის სამუშაოების შემსრულებელი ერთ-ერთ თურქულ კომპანიაში დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი სამუშაო საათების გაზრდას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ სამუშაო დრო ერთი საათით გაეზარდათ, თვეში ორი დღე ისვენებენ და ანაზღაურება შეუსაბამოა. გაფიცულები ავტობანზე დასაქმებულებისთვის ხელვაჩაურში კოტეჯებსა და ოფისებს აშენებენ. შეკრებილები შრომითი უფლებები დარღვევაზე საუბრობენ და საგზაო დეპარტამენტისგან, როგორც სამუშაოების დამკვეთისგან დახმარებას ითხოვენ. იმედინიუსი

საქართველო–სომხეთის საზღვარზე ტვირთბრუნვა შეჩერდა

საქართველო–სომხეთის საზღვარზე ტვირთბრუნვა შეჩერდა

სომხეთში უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყნის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები პარალიზებულია. გადაადგილება შეწყდა საბაჟო–გამშვები პუნქტზე ნინოწმინდაშიც. სასაზღვრო პუნქტის ქართულ მხარეს ათზე მეტი სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. მძღოლები საზღვრის მეორე მხარეს ვითარების განმუხტვის მოლოდინში არიან. ნინოწმინდის სასაზღვრო პუნქტის სომხურ მხარეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზა აქვთ ჩაკეტილი. _ საქართველოს საბაჟო ჩვეულებრივ, 24/7 რეჟიმში მუშაობს, მაგრამ მიმოსვლა შეჩერებულია […]

თბილისის მეტრო შეიძლება გაჩერდეს – 300 თანამშრომელი გაფიცვას აპირებს

თბილისის მეტრო შეიძლება გაჩერდეს - 300 თანამშრომელი გაფიცვას აპირებს

თბილისის მეტროპოლიტენის 300-მდე თანამშრომელი, რომელთა ძირითად ნაწილსაც მემანქანეები წარმოადგენს, შესაძლოა, გაიფიცოს. ამის შესახებ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის “ერთობა 2013”-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ განაცხადა. ინფორმაციას Allnews.ge ავრცელებს. სწორედ ამ კავშირის წევრები არიან ის თანამშრომლები, რომლებიც ხელფასის გაზრდის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაფიცვას გეგმავენ. – ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის 45%-ის მომატება, ეს იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში თითოეულმა ჩვენგანმა განიცადა. კერძოდ, რა […]

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. ისინი სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს აშენებენ. მუშები ხელფასების 50 %-ით მომატებას ითხოვენ. ამბობენ, რომ დღიური ანაზღაურება 14-დან 19 ლარამდე აქვთ და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამუშაოები გააჩერეს, მაგრამ უშედეგოდ. ლანჩხუთში, კომპანია “სინოჰინდროსთან” 100-ზე მეტი ადამიანია შეკრებული. დამსაქმებელი ჩინური კომპანიაა. შეკრებილები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.