„თბილავიამშენის“ საწარმო პარალიზებულია – გაფიცულები ხელფასის 1.000 ლარიდან 1.250-მდე მატებას ითხოვენ

„თბილავიამშენის“ საწარმო პარალიზებულია - გაფიცულები ხელფასის 1.000 ლარიდან 1.250-მდე მატებას ითხოვენ„თბილავიამშენის“ საწარმო პარალიზებულია.

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ.

კომპანიის 120-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა.

ისინი ადმინისტრაციისგან ხელფასების მატებას და პრემიალური სისტემის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც ადმინისტრაციამ 4 თვის წინ გააუქმა.

აქციის მონაწილეების თქმით, იანვრიდან ხელფასების ზრდასთან ერთად პრემიების გაცემის პირობა მათ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა, ნოდარ ბერიძემ მისცა, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

კერძოდ, „თბილავიამშენის“ თანამშრომლების მოთხოვნაა მინიმალური ხელფასის 1.250 ლარამდე გაზრდა.

მათი თქმით, ამჟამად სახელფასო ანაზღაურება 1.000 ლარამდეა.

ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების წამომადგენლები; ასევე, დავაში ჩაერთო მედიაციის სამსახურიც.

„არ უნდა იყოს ჩაცუცქული მოლაპარაკება დასაქმებულებთან და სხვადასხვა კომპანიიდან ვიღაც ზონდერების გადმოყვანის მუქარით, ავიატორებში ელიავადან უნდათ ადამიანების ამოყვანა,“ – განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ.