ბათუმის შემოვლითი გზის მუშები გაიფიცნენ

ბათუმის შემოვლითი გზის მუშები გაიფიცნენბათუმში შემოვლითი გზის სამუშაოების შემსრულებელი ერთ-ერთ თურქულ კომპანიაში დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი სამუშაო საათების გაზრდას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ სამუშაო დრო ერთი საათით გაეზარდათ, თვეში ორი დღე ისვენებენ და ანაზღაურება შეუსაბამოა.

გაფიცულები ავტობანზე დასაქმებულებისთვის ხელვაჩაურში კოტეჯებსა და ოფისებს აშენებენ. შეკრებილები შრომითი უფლებები დარღვევაზე საუბრობენ და საგზაო დეპარტამენტისგან, როგორც სამუშაოების დამკვეთისგან დახმარებას ითხოვენ.

იმედინიუსი