ჭდე: გათავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე – ”მივაღწიეთ შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ”

გრიგოლ ვაშაძე - ვასაძე პირდაპირი ინსტრუქციებით მოსკოვიდან მოქმედებს

პოლტპატიმრების საკითხი გადაწყდა – ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ნიშნით დევნა შეწყდება და გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, თუმცა კონკრეტული გვარები მემორანდუმში არ დასახელებულა. „შეხვედრა საბოლოოა. შემდეგ არაფერი აღარ ჩატარდება. ყველაფერი შეთანხმებულია. რაც შეეხება „ერთიან […]

მორის მაჩალიკაშვილს 2 წელი პირობითი მიუსაჯეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

მორის მაჩალიკაშვილს 2 წელი პირობითი მიუსაჯეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მორის მაჩალიკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტში შეჭრა არ უნდოდა. „პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, ამას […]

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

”ვაჟა გაფრინდაშვილმა 9 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან კოლეგები მანქანით თბილისში გააბრუნა და რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე ფეხით გადავიდა”

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია და ის უკვე  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ლიბიაში 2 წლის წინ დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა

ლიბიაში 2 წლის წინ დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა

ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განუცხადა. მისივე თქმით, მეზღვაურები საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდებიან. „ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ მეზღვაურები ლიბიაში. ჩვენ დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს. ჩვენი საელჩო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. პირველ რიგში გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ლიბიაში არსებული რთული […]

მოსამართლე ფილიშვილმა 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლა

მოსამართლე ფილიშვილმა 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ყველა პირი, ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლა. მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 13:00 საათიდან სხვადასხვა დროს გაიმართება. კერძოდ, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო 20 ნოემბერს 13:00 საათზე იმსჯელებს. 6 პირის – ელგუჯა […]

გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 6 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და პროცესი ხვალისთვის გადადო. როგორც სასამართლოს დარბაზში, ასევე შენობის ფოიეში მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დაკავებულების ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. მოსამართლე აღნიშნული 6 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 20 ნოემბერს, 13:00 საათზე იმსჯელებს. გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით […]

20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2.000-2.000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს, ამას გარდა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდავოდ ცნო. აღკვეთის ღონისძიების, […]

ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლა

ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლა

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ ერგნეთის საგუშაგოსთან შიდა ქართლის გუბერნატორი და შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ბეძენიშვილი დახვდნენ. ამ დროისთვის ისინი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაჰყავთ, სადაც შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ დაკავებულები იყვნენ: ზურაბ გერკეული, […]

იულია სუსლიაკი ციხიდან გამოუშვეს

იულია სუსლიაკს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - ”ჩემი შვილები დაიცავით ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების ჩარევისგან”

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა. როგორც თოდუა აღნიშნავს, სუსლიაკმა პენიტენციალური დაწესებულება დაახლოებით 1 საათის წინ დატოვა. ადვოკატის ინფორმაციითვე, სუსლიაკი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ პროკურატურამ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, სუსლიაკი გაათავისუფლეს. ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას სურს აღნიშნული საქმის უკრაინის პროკურატურაში […]

ვახუშტი მენაბდე და ყველა სხვა დაკავებული გაათავისუფლეს

ვახუშტი მენაბდე და ყველა სხვა დაკავებული გაათავისუფლეს

ჭავჭავაძის გამზირზე გამართულის აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალთარღვევის ფაქტზე დაკავებული 6-ივე პირი გაათავისუფლეს, მათ შორის კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრი დავით სუბელიანი. როგორც ვახუშტი მეანაბდემ პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქციები შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით სამომავლოდაც გაგრძელდება. ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო სხდომა გაიმართება, თუმცა როდის, მისთვის უცნობია. […]