იულია სუსლიაკი ციხიდან გამოუშვეს

იულია სუსლიაკი ციხიდან გამოუშვესტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც თოდუა აღნიშნავს, სუსლიაკმა პენიტენციალური დაწესებულება დაახლოებით 1 საათის წინ დატოვა.

ადვოკატის ინფორმაციითვე, სუსლიაკი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ პროკურატურამ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, სუსლიაკი გაათავისუფლეს.

ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას სურს აღნიშნული საქმის უკრაინის პროკურატურაში გადაგზავნა.