ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლა

ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლაცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ ერგნეთის საგუშაგოსთან შიდა ქართლის გუბერნატორი და შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ბეძენიშვილი დახვდნენ.

ამ დროისთვის ისინი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაჰყავთ, სადაც შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულები იყვნენ: ზურაბ გერკეული, ილია მიღრიჯანაშვილი, კობა ვარდანაშვილი, ლაშა გერკეული, ილია ბაინდურაშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი, ოთარ ელიაური, სოსო დვალიშვილი.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი 17-18 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ.

იპნ