ჭდე: გათავისუფლება

თემქაზე შეცდომით დაკავებული ვანო ახობაძე გაათავისუფლეს

მარიამ ძაგნიძე - "თქვენს შვილებსაც მოაკითხავენ, ნუ ჩუმდებით!" - ვიდეო

გუშინ, 8 მარტს, თემქაზე პოლიციის მიერ, შეცდომით დაკავებული 27 წლის ვანო ახობაძე, პოლიციამ გაათავისუფლა. როგორც დაკავებულის დედა, სულიკო ჯამასპაშვილის “მთავარს” უყვება, დაკავებამდე პოლიციამ მის შვილს სცემა. როგორც ირკვევა, ვანო ახობაძე სამართალდამცველებს სხვა პირში აერიათ და შეცდომით დააკავეს. “საშინლად უცემიათ ბავშვი, მერე იმ გოგოს ხელი ჰკრეს, ლამის კიბეზე წააქციეს ამ თანამშრომლებმა. მაგათ აერიათ ვიღაც სხვაში, ვინც უნდა […]

საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე ციხიდან გამოუშვეს

საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე ციხიდან გამოუშვეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს, ამასთან ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს. ადვოკატებმა ასევე საქმის ცალკე გამოყოფასთან დაკავირებითაც დააყენეს შუამდგომლობა. […]

პანკისში დაკავებული ბაადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს

პანკისში დაკავებული ბაადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბაადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს. ადვოკატის მტკიცებით, მას სამი წელი ჰქონდა მისჯილი და სრულად მოიხადა. სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრის ლიკვიდაცია მოხდა, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. რაც […]

თაზო გორთამაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილი სასამართლომ გაათავისუფლა

"მერაბ კობიაშვილს თაზო გორთამაშვილის მოკვლა რომ სდომოდა, ფეხში არ ესროდა" - ადვოკატის განმარტება

გუდაურში მომხდარი თაზო გორთამაშვილის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, ბრალდებულის საქმეზე საკმარისი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა. კობიაშვილს კი 9-თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. შესაბამისად, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეყილება […]

ალიევი – “ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გავათავისუფლეთ!”

ალიევი - "მადლობა საქართველოს, რომელმაც სომხეთს იარაღი არ გაატარებინა"

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა. “დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!” – განაცხადა მან. პარალელურად კი, სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშასა და მის შემოგარენში არსებულ დასახლებებს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის […]

თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუში, კირცხის ტყეში, ჩამოსვა და გაუჩინარდა

თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუში, კირცხის ტყეში, ჩამოსვა და გაუჩინარდა

არაოფიციალური ინფორმაციით, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. თავად მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებათ. მძევლების დაკითხვა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 […]

“ჩვენ გამოგვიშვა, თვითონ წავიდა, ჰუმანურად იქცეოდა” – რას ყვება გათავისუფლებული მძევალი ლაშა შენგელია

სად წავიდა თავდამსხმელი მძევლებთან ერთად? - ვერტმფრენი არსად ჩანს

სამეგრელოს რეგიონში სპეცოპერაცია დასრულდა.  სამივე მძევალი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავა, თავისუფალია. “გათავისუფლებული ვართ, სამივე სამშვიდობოზე ვართ, კარგად ვგრძნობთ თავს. გამოგვიშვა, თვითონ წავიდა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოგვიშვა. ღამე იყო და არ ვიცი რა ადგილას გამოგვიშვა. მანქანაში კარგად იქცეოდა, არანაირი მუქარა არ ყოფილა, ჰუმანურად იქცეოდა,”- უთხრა “კურიერს” სატელეფონი საუბრისას ლაშა შენგელიამ.

ავთო გალდავა და სხვა მძევლები თავისუფალი არიან

მძევალთა შორის სამეგრელოს პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა

არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად მძევლად აყვანილი პირები თავისუფლები არიან. რა ვითარებაში მოხდა მძევლების გათავისუფლება ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. მათ შორის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა იყო. გავრცელებული ცნობით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და ბანკში […]

ალიევი – “ჯაბრაილის რაიონის 13 სოფელი გავათავისუფლეთ”

ალიევი - "სომხეთის ოკუპაციისგან კიდევ 8 სოფელი გათავისუფლდა"

საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ყარაბაღში – აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთი დილიდან აღჯაბადის ტერიტორიას ბომბავს. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჯაბრაილის რეგიონის 13 სოფელი გაათავისუფლეს. სომხეთის თავდაცვის უწყება კი აზერბაიჯანის კუთვნილი 9 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება. 37 სამხედროს დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაცია. აზერბაიჯანი კი სომხების მიერ ხიზის რეგიონზე სარაკეტო იერიშის […]

ბიშკეკში დემონსტრანტებმა ყოფილი პრეზიდენტი ატამბაევი გაათავისუფლეს

ბიშკეკში დემონსტრანტებმა ყოფილი პრეზიდენტი ატამბაევი გაათავისუფლეს

ყირგიზეთში დემონსტრანტებმა ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ალმაზბეკ ატამბაევი შენობიდან დემონსტრანტებსა და კომიტეტის ადმინისტრაციას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაიყვანეს. მანამდე დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა […]