ჭდე: გიორგი მღებრიშვილი

დაპირისპირება კუმურდოში – ადგილზე გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა

დაპირისპირება კუმურდოში - ადგილზე გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. ის მოსახლეობასთან მოლაპარაკებას ეკლესიაში აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო jnews.geავრცელებს. დაპირისპირება მოსახლეობასა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო რაც ეკლესიის ეზოში ადგილობრივებს წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმის ნება არ მისცეს. ნიუპოსტი

მღებრიშვილი – ”სოფელ ართანასთან ხვალ, დილის 6 საათიდან, ხანძარს 400 თანამშრომელი ჩააქრობს”

მღებრიშვილი - ”სოფელ ართანასთან ხვალ, დილის 6 საათიდან, ხანძარს 400 თანამშრომელი ჩააქრობს”

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ხვალ, 06:00 საათიდან მობილიზებული იქნება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 400-მდე თანამშრომელი. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა. ამ დროისთვის სოფელ ართანაში, კოხტას მთაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეჩერებულია. – დილის 06:00 საათიდან ადგილზე იქნება მობილიზებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 400-მდე თანამშრომელი. სიტუაცია რთულია, რელიეფი ძალიან რთულია. […]

მღებრიშვილი ავარიის დეტალებზე – წყლით სავსე ვერტმფრენმა ვერ მოახერხა ხმელეთზე გადასვლა. პილოტებმა წყალზე დასვეს ვერტმფრენი, რომელიც გადაბრუნდა გვერდზე

მღებრიშვილი ავარიის დეტალებზე - წყლით სავსე ვერტმფრენმა ვერ მოახერხა ხმელეთზე გადასვლა. პილოტებმა  წყალზე დასვეს ვერტმფრენი, რომელიც გადაბრუნდა გვერდზე

– საგანგაშო არაფერი ხდება, პირიქით, ჩვენი პილოტები გადარჩნენ და თავიდან ავიცილეთ ძალიან დიდი უბედურება, – ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სოფელ დაბაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების დროს, ხელოვნურად შექმნილი ავზიდან წყლის აღების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილმა ვერტმფრენმა განახორციელა ავარიული დაჯდომა წყალზე. […]

მღებრიშვილი – ”ხანძრის ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია”

მღებრიშვილი - ”ხანძრის ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია”

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება და ხანძრის ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია, გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. – წუხანდელი შტაბის თათბირზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩართულიყო თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის 1000 სამხედრო მოსამსახურე, ბოლო დღეების განმავლობაში გაიჭრა 12 კილომეტრი გზა. ვერტმფრენების ეფექტური მუშაობის შემდეგ დარჩენილია წვრილ-წვრილი კერები. ვაგრძელებთ 24 საათიან რეჟიმში ინტენსიურ მუშაობას. ვფიქრობთ, […]

პრანკერი სტოლიაროვი – “მღებრიშვილმა თვითონ გადმოგვირეკა და გვითხრა, არ გამოაძევოთ სააკაშვილიო”

პრანკერი სტოლიაროვი - "მღებრიშვილმა თვითონ გადმოგვირეკა და გვითხრა, არ გამოაძევოთ სააკაშვილიო"

„პრანკერი“, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს უკრაინელ კოლეგად გააცნო თავი და სატელეფონო საუბრისას პოროშენკო-კვირიკაშვილის სეხვედრის დეტალები მოაყოლა, „რუსთავი 2“-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. „პრანკერი“ აცხადებს, იგი მზად არის დაამტკიცოს ფაქტი, რომ ნამდვილად გიორგი მღებრიშვილს ესაუბრა. სკანდალური აუდიოს ავტორი მზად არის ჩანაწერი ექსპერტიზაზე გადააგზავნოს და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამტკიცოს, რომ არაფერი გაუყალბებია. „კურიერთან“ საუბრისას ალექსეი სტოლიაროვი […]

მღებრიშვილი – ”გამოიძიონ ჩემი ხმის ავთენტურობა, დარდიც არ მაქვს”

მღებრიშვილი - ”გამოიძიონ ჩემი ხმის ავთენტურობა, დარდიც არ მაქვს”

– სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, ამაზე მეტი, მე მგონი, ზედმეტად თავის მართლება გამოვა, მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა. შს მინისტრი აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერებს აგორებულ ანტიპიარს უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების დასუსტებას ისახავს მიზნად. მღებრიშვილის თქმით, მას პრობლემა არ […]

გიორგი მღებრიშვილი: „აფგან მუხთარლის საქმეზე 343 მოწმე დაიკითხა“

გიორგი მღებრიშვილი: „აფგან მუხთარლის საქმეზე 343 მოწმე დაიკითხა“

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. – მიმდინარე წლის 30 მაისს შსს-მ აფგან მუხთარლის მეუღლის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება – […]

გიორგი მღებრიშვილი: „ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ აფგან მუხთარლის გატაცების სცენებს“

გიორგი მღებრიშვილი: „ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ აფგან მუხთარლის გატაცების სცენებს“

– ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ აფგან მუხთარლის გატაცების სცენებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერები ყველა იმ ადგილიდან, რომელიც სამართალდამცველებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა მიუთითა, გადაეცა აფგან მუხთარლის ადვოკატსაც, თუმცა მას „არ მოეწონა“, რადგან გატაცება არ ჩანს. – აბსურდული და დაუჯერებელი ვერსიებიც კი მოვისმინეთ […]

გიორგი მღებრიშვილმა მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი მოხსნა – ის ბათუმის მოვლენებს შეეწირა

გიორგი მღებრიშვილმა მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი მოხსნა - ის ბათუმის მოვლენებს შეეწირა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობა ბათუმის მოვლენებს შეეწირა. ამის შესახებ, 11-12 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული პირების ადვოკატებმა განცხადეს. მათი თქმით, ამირანაშვილი აქციის ღამეს ბათუმში იმყოფებოდა და პროცესებს არაეფექტურად ხელმძღვანელობდა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ არაეფექტური ხელმძღანელობის გამო თანამდებობიდან კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლონ. ადვოკატები აჭარის პოლიციის სამმმართველოს უფროსის ლაშა გოგნიაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ. 9 ივნისს, […]

ლევან იზორია – გიორგი მღებრიშვილს არ ხსნიან

ლევან იზორია – გიორგი მღებრიშვილს არ ხსნიან

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეცვლის საკითხს განიხილავენ. იზორიას თქმით, საფუძველს მოკლებულია ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შს მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე შეცვლის – ამაზე მე რამდენჯერმე დამისვეს კითხვა და მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. […]