გიორგი მღებრიშვილმა მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი მოხსნა – ის ბათუმის მოვლენებს შეეწირა

გიორგი მღებრიშვილმა მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი მოხსნა - ის ბათუმის მოვლენებს შეეწირაშინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობა ბათუმის მოვლენებს შეეწირა.

ამის შესახებ, 11-12 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული პირების ადვოკატებმა განცხადეს.

მათი თქმით, ამირანაშვილი აქციის ღამეს ბათუმში იმყოფებოდა და პროცესებს არაეფექტურად ხელმძღვანელობდა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ არაეფექტური ხელმძღანელობის გამო თანამდებობიდან კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლონ. ადვოკატები აჭარის პოლიციის სამმმართველოს უფროსის ლაშა გოგნიაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ.

9 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დედაქალაქისა და რეგიონების საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებთან თათბირზე განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის კურატორობას შეითავსებდა. შესაბამისად, მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც კრიმინალური პოლიციის კურატორის  პოზიციას იკავებდა, კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

imedinews.ge