ლევან იზორია – გიორგი მღებრიშვილს არ ხსნიან

ლევან იზორია – გიორგი მღებრიშვილს არ ხსნიანთავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეცვლის საკითხს განიხილავენ.

იზორიას თქმით, საფუძველს მოკლებულია ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შს მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე შეცვლის

– ამაზე მე რამდენჯერმე დამისვეს კითხვა და მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ეს განცხადება ლევან იზორიამ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.