ჭდე: გიორგი მღებრიშვილი

გიორგი მღებრიშვილი გადადგა – პროკურატურა შეიძლება მისითაც დაინტერესდეს

გიორგი მღებრიშვილი გადადგა - პროკურატურა შეიძლება მისითაც დაინტერესდეს

„კურიერის“ ინფორმაციით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა. წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მღებრიშვილის განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია და მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. არ არის გამორიცხული, მღებრიშვილი გახდეს მესამე ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის შემდეგ, ვისი საქმიანობის შესწავლასაც პროკურატურა დაიწყებს.

გიორგი მღებრიშვილი: სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მინიმუმ 3.000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა

გიორგი მღებრიშვილი: სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“  მინიმუმ 3.000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია მინიმუმ 3.000 კვადრატული მეტრის ფართობი. როგორც მღებრიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ზუსტი ციფრები დამწვარ ფართობთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს იქნება ცნობილი. მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია შენობის მესამე სართული, ასევე მეორე სართულისა და ავტოფარეხის ნაწილი. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ […]

შალვა ხუციშვილი კრიზისების მართვის საბჭოში გიორგი მღებრიშვილის მოადგილედ დაინიშნება

შალვა ხუციშვილი კრიზისების მართვის საბჭოში გიორგი მღებრიშვილის მოადგილედ დაინიშნება

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ხუციშვილი მუშაობას კრიზისების მართვის საბჭოში გააგრძელებს, რომელიც სამომავლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურად უნდა გადაკეთდეს. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, შალვა ხუციშვილი გიორგი მღებრიშვილის მოადგილედ დაინიშნება. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კრიზისების მართვის საბჭოში მუშაობას უახლოეს პერიოდში შეუდგება. შალვა ხუციშვილმა შს მინისტრის მოადგილის პოსტი, მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის შეცვლის შემდეგ დატოვა.

კრიზისების მართვის საბჭო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს და მას გიორგი მღებრიშვილმა უხელმძღვანელოს

კრიზისების მართვის საბჭო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს და მას გიორგი მღებრიშვილმა უხელმძღვანელოს

კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში განიხილება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შსს-დან გასვლისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში ჩამოყალიბების საკითხი. დაუდასტურებელი ცნობით, რეფორმირებულ უწყებას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც შს მინისტრის პოსტს დატოვებს. ინტერპრესნიუსი

ელისო კილაძე – “მიხვდებით, რას განვიცდი ახლა, როცა გიორგი მღებრიშვილი პოსტს ტოვებს”

ელისო კილაძე: ,,ლევან იზორია ძმა არის ნარკორეალიზატორების მსხვილი ,,კრიშა"

ერთი საათის წინ ელისო კილაძემ ფეისბუქზე დაწერა: “13 მარტი-დათო დაიჭირეს ! მას ნარკოტიკი ჩაუდეს და სამუდამო პატიმრობისთვის გაიმეტეს ! ჩამდებთა ბრიგადა-კახელების კარტელი ! პირველი აქცია შსს-სთან და მინისტრის კომენტარი-სპექტაკლი ! მერე იყო უმძიმესი 120 დღე და ურთულესი ბრძოლა სისტემის დასამარცხებლად ! მადლობა ადვოკატებს-Natia Korkotadze❤️,არჩილ ჩუბინიძე ,ვალერი გელბახიანი. შორენა ლალიაშვილს,რომელმაც ფირი გადაიღო ! განსაკუთრებული მადლობა რუსთავი 2-ს […]

გიორგი მღებრიშვილი თანამდებობას ტოვებს

გიორგი მღებრიშვილი მარნეულში ჩავიდა

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომავალ კვირას თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ. როგორც “პრაიმტაიმისთვისაა” ცნობილი ახალი კანდიდატურა ისევ ძალოვანი უწყების შიგნით შეირჩევა და “გარედან” სხვა კადრის მიყვანა არ იგეგმება. ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის ოფიციალურად უახლოეს ხანში გამოცხადდება. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილებების შედეგად საერთოდ უქმდება ენერგეტიკის […]

ირაკლი კობახიძე – “შს მინისტრ მღებრიშვილთან კითხვები უმრავლესობასაც გვაქვს”

ირაკლი კობახიძე -  ”სამწუხარო მოვლენაა, რომ 20-მდე პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან მიმართებით კითხვები ოპოზიციის მსგავსად, საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს. როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რეაგირება მინისტრ მღებრიშვილის პასუხებზე იქნება დამოკიდებული. – გიორგი მღებრიშვილთან კითხვები ექნება როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე უმრავლესობას. შს მინისტრთან კითხვები დაისმება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეაგირებას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ […]

მღებრიშვილი – “სროლას მარნეულში პოლიტიკურ ჭრილში ნუ განვიხილავთ”

გიორგი მღებრიშვილი მარნეულში ჩავიდა

– გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მინისტრის განცხადებით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. – მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად […]

გიორგი მღებრიშვილი მარნეულში ჩავიდა

გიორგი მღებრიშვილი მარნეულში ჩავიდა

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ჯეიხუნ ჩოვდაროვს და მის თანმხლებ პირს მარნეულის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. მარნეულში უკვე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც სიტუაციას ადგილზე ეცნობა. ნიუპოსტი

ელისო კილაძე შს მინისტრ მღებრიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს დაწყებას გეგმავს

ელისო კილაძე შს მინისტრ მღებრიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს დაწყებას გეგმავს

“ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე შს მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღო. დოკუმენტი დავით ხარშილაძეს გუშინ გადაეცა. ელისო კილაძის განმარტებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულს სამართლადამცველებმა ჩაუდეს. მისი თქმით, გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია, რომ საქმე მიმართული იყო არა დავით ხარშილაძის, არამედ „ქრონიკა პლუსის“ წინააღმდეგ. განაჩენის […]