ჭდე: გირაო

საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2.000 ლარიანი გირაო შეუფარდა

გიგი უგულავა გამოკითხვაზე ხვალ მივა

საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2.000 ლარიანი გირაო შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ. “დღეის მდგომარეობით სასამართლო განიხილავდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს. ჩვენის მხრივ დასაბუთებული იყო აღკვეთის ღონისძიების ფაქტობრივი, ანუ მტკიცებულებით საფუძვლები, ხოლო მეორეს მხრივ ის საფრთხეები, რის გამოც უნდა ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. სასამართლომ […]

ილია ჯიშკარიანს 10.000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ილია ჯიშკარიანი - ”თამთა თოდაძის ბრალდება ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა”

სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართული ოცნების” დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დადანაშაულებულ ჯიშკარიანს თამთა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კონტაქტი აეკრძალა. გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თამთა თოდაძის უფლებადამცველი. მათი თქმით, ჯიშკარიანი ხელს შეუიშლის ობიექტურ გამოძიებას. თოდაძის უფლებადამცველების თქმით, ჯიშკარიანი გავლენიანი პოლიტიკოსია და მმართველი პარტიის ლიდერებთან ახლო ურთიერთობა […]

ლევან ჯიქური 2.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ლევან ჯიქური 2.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს. ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, […]

რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას 50.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

პროკურატურამ რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახა დამენია დაიბარა

„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქაო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, დამენიას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. ცნობისთვის, კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი […]

85 წლის ომარ გამყრელიძე 2.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

85 წლის ომარ გამყრელიძე - ”ჩემი შვილი, რძალი და მეზობლები ბუჩქებში დამალულმა უცნობმა მოკლა”

სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა შეეცვალა და 2.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონულ საამოსამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა. რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიება-პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს დაკავებულების უფლებადამცველმა და ოჯახის წევრებმა. ადვოკატმა გილერი ენდელაძემ განაცხადა, […]

ავთანდილ წერეთელი – ”გირაოს არ გადავიხდი, წავალ ციხეში”

ავთანდილ წერეთელი - ”გირაოს არ გადავიხდი, წავალ ციხეში”

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500.000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო, რითაც გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ავთანდილ წერეთელი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვისუკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. […]

პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ 500.000 ლარის გირაოს მოითხოვს

პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ საქმე აღძრა

გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, პროკურატურა სასამართლოს სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით მიმართავს. გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს მიმართა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩაინიშნა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ წერეთლის […]

ლაურა ღაჭავას ნახევარი მილიონის გირაო შეეფარდა

ლაურა ღაჭავას ნახევარი მილიონის გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ამასთან, ბიზნესმენს ასევე ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე. ლაურა ღაჭავას ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ამბარდნიშვილმა აღნიშნა, საქმე ეხება 2013 წლიდან დღემდე […]

ნიკა გვარამია -“პროკურატურა ჩემზე 80.000 გირაოს ითხოვს!”

"ეს შეიძლება დამთავრდეს დაკავებით" - ნიკა გვარამია ისევ სასამართლოში დაიბარეს

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე. პროკურატურის მოთხოვნა – 80.000 ლარი გირაო. ??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????”

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს

”მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში” - ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პროკურატურა დატოვეს

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16.00 საათზე დაინიშნა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 […]