85 წლის ომარ გამყრელიძე 2.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

85 წლის ომარ გამყრელიძე 2.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვესსოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა შეეცვალა და 2.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა.

ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონულ საამოსამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა.

რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიება-პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს დაკავებულების უფლებადამცველმა და ოჯახის წევრებმა.

ადვოკატმა გილერი ენდელაძემ განაცხადა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძე საფრთხეს არ წარმოადგენს. ამას არ ეთანხმება პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა სცადოს და საფრთხე შეუქმნას გაშემომყოფებს.

სხდომაზე დაცვის მხარის მოწმები დაიკითხნენ, მათ შორის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს სამმართველოს გამომძიებლები. მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს მკვლელობის დღე და შემთხვევის ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით უპასუხეს კითხვებს.

პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა ერთ-ერთი ექსპერტის დისტანციაური წესით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა,რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა – შენახვას ედავება.

მორიგი სასამართლო 19 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.