ჭდე: გირაო

საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე ციხიდან გამოუშვეს

საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე ციხიდან გამოუშვეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს, ამასთან ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს. ადვოკატებმა ასევე საქმის ცალკე გამოყოფასთან დაკავირებითაც დააყენეს შუამდგომლობა. […]

აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე 10.000-10.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10.000-10.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სხდომა საქალაქო სასამართლოში, რომელიც დღეს თითქმის 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ გადაწყეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სხდომის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსების ნაწილი შეიკრიბა. ადგილზე იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს“ […]

დავით ფურცხვანიძე ციხიდან 7.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

"დუმილის უფლებას ვიყენებ" - დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა 26 ნოემბერს ჩაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურაში განუმარტეს, იქიდან გამომდინარე, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. მას საქალაქო სასამართლომ […]

ექიმი ვახტანგ ყიფიანი 50.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ექიმი ვახტანგ ყიფიანი 50.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

კომაში მყოფი ნათია ცირეკიძის საქმეზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ბრალდებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 50.000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა. ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, კლინიკამ თავის თავზე აიღო ცირეკიძის ჯანმრთელობის საკითხის უზრუნველყოფა. მისივე განმარტებით, მათ მოთხოვნაში შედის ასევე სრულყოფილი მკურნალობის ჩატარება და პაციენტის […]

გუკა რჩეულიშვილი გირაოთი გამოუშვეს

გუკა რჩეულიშვილი გირაოთი გამოუშვეს

„ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი, რომელიც ცოლის, ლელა კილაძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გაცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაახლოებით 2 თვის წინ შეუცვალა. ცნობისთვის, გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან […]

გრიგოლ აბრალავა 30.000-იანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს

გრიგოლ აბრალავა 30.000-იანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს

პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებული გრიგოლ აბრალავა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, იოსებ ხარატიშვილმა განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგოლ აბრალავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 28 ივლისს შეუცვალა. აბრალავასთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულება 30.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა აბრალავასთან ერთად დაკავებულმა ნუგზარ […]

გოჩა წელაურის და მისი შვილის ცემისთვის დაკავებული არასრულწლოვანი გირაოთი გამოუშვეს, 2 პირს პატიმრობა შეუფარდეს

გოჩა წელაურის და მისი შვილის ცემისთვის დაკავებული არასრულწლოვანი გირაოთი გამოუშვეს, 2 პირს პატიმრობა შეუფარდეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ ჩაცმულობასთან დაკავშირებით მომხდარი ცემის ფაქტზე 2 პირს აღმკვეთი ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ საქმეში მონაწილე სამი დაკავებულიდან არასრულწლოვანი 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ორ მათგანს კი აღმკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ბრალდების მხარე სამივე დაკავებულის პატიმრობას ითხოვდა. სხდომა დახურულ რეჟიმში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლოს ეზოში პანკისის ხეობის მაცხოვრებლები იყვნენ შეკრებილები, თუმცა […]

დავით ცინარიძე 30.000-იანი გირაოთი გამოუშვეს

დავით ცინარიძე 30.000-იანი გირაოთი გამოუშვეს

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ შოვინს 1,25 მილიონის გირაო შეეფარდა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის დერეკ შოვონს ბრალი წაუყენეს - ვიდეო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ გირაო1,25 მილიონი დოლარი შეუფარდა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელი გირაოს სახით 1,25 მილიონი დოლარს გადაიხდის. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რომლის წინაშეც 44 წლის დერეკ შოვინი პირველად წარდგა. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. როგორც „ბიბისი“ წერს, შოვინი სასამართლო სხდომაზე დისტანციურ რეჟიმში წარდგა. 15-წუთიანი მოსმენის დროს მას არ უსაუბრია. შოვინს ბორკილები ედო და ნარინჯისფერი ფორმა ეცვა. ამჟამად […]

ლევან ხაბეიშვილს 2.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ლევან ხაბეიშვილს 2.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც ბრალდების მხარე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2.000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესის დაწყებამდე პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე 3.000 ლარიანი გირაოს მოთხოვნის დაყენებას აპირებდა. რუსთავი 2