ჭდე: ჯარიმა

გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ 3.000 ლარით დააჯარიმა

გურამ ჩალაგაშვილი - ''დღეს ივანიშვილი კი არ გატყდა, დაიმსხვრა''

12 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც “გამარჯვებული საქართველოს” წვერია, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მას 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, ჩალაგაშვილი მხოლოდ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე იქნა ცნობილი სამართალდამრღვევად. სამართალდმარღვევად ცნობილი იქნა ჩალაგაშვილთან ერთად დაკავებული დანარჩენი პირებიც. სასამართლომ კახაბერ მაჩიტიძეს 1100-ლარიანი, გიორგი თევდორაძეს 2000-ლარიანი, ბესიკ გაზდელიანს […]

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ „იუკოსის“ საქმეზე რუსეთს 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ „იუკოსის“ საქმეზე რუსეთს 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას კომპანია „იუკოსის“ ყოფილი აქციონერების სასარგებლოდ 50 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ განაჩენი „იუკოსთან“ დაკავშირებული სამი კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა, ესენია: „იუკოს უნივერსალი“, „ჰალი ენტერპრაიზი“ და „ვეტერან პეტროლიუმი“. სამივე კომპანიამ დაკარგა თანხა, როდესაც „იუკოსი“ გაკოტრდა. საერთაშორისო არბიტრაჟის ისტორიაში, ეს ყველაზე მსხვილი კომპენსაციაა. ამგვარად, გაუქმდა 2016 წელს საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, […]

მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა და თვითაცილება გამოაცხადა

მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა და თვითაცილება გამოაცხადა

მოსამართლის შეურაცხყოფის გამო სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 500 ლარით დაჯარიმდა. დღესვე, პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა. სასამართლოს წინაშე დღეს შესავალი სიტყვით დაცვის მხარე უნდა წარდგენილიყო, თუმცა პროცესი გადაიდო. “ეს არ იყო კლოუნადა, ეს თვითაცილება იყო გარდაუვალი, იყო გადაწყვეტილი რამდენიმე დღის წინ კონკრეტულ კაბინეტში. ჯერ არ მინდა და არ არის […]

კალაძე – “კომპანია „თელასი“ დაჯარიმდება”

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, კანდელაკის ქუჩაზე რეაბილიტირებული საკანალიზაციო მილი კომპანია „თელასმა“ დააზიანა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, „თელასმა“ ბურღვითი სამუშაოები ნებართვის გარეშე ჩაატარა. „კანდელაკის ქუჩაზე ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო საკანალიზაციო მილი, ეს დადგინდა მას შემდეგ, რაც შემოწმების აპარატის საშუალებით დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც ახალი ჩადებული, რეაბილიტირებული და განახლებული მილი ორ ადგილზე […]

”ჯარიმის ქვითარს ივანიშვილს გავუგზავნი” – გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა

„გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისისსაქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვალერიან ფილიშვილმა გამოაცხადა. მისივე გადაწყვეტილებით, გურამ ჩალაგაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელა. დღევანდელ სხდომაზევე გამოიკვლიეს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები. შეგახსენებთ, რომ გურამ ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით პირველ ოქტომბერს დააკავეს, რომელიც 12-საათიანი […]

1 ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

"დღეს ისეთი ტაქსის მძღოლი შემხვდა, სტრავინსკის უსმენდა ბოლო ხმაზე..."

1 ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ მედიასთან განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. როგორც მან განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და მძღოლები შეცდომაში შეიყვანეს. მამუკა მდინარაძის თქმით, პატრულთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანხმად, საუბარია 700-ზე მეტ დაჯარიმებულ მძღოლზე. “რეფორმა 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. […]

ზვიად კუპრავას ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობისთვის 1.000 ლარი მიესაჯა

ზვიად კუპრავას ელენე გოგუაძემ 9 თვე მიუსაჯა

სამართალდამცავთა “რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 1.000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. კუპრავას განცხადებით, ირაკლი ზაქარეიშვილს მის მიმართ კერძო ინტერესები აქვს. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ირაკლი […]

ამერიკის სასამართლომ ბაიერი 2 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ამერიკის სასამართლომ ბაიერი 2 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ამერიკის სასამართლომ გერმანული ქიმიური და ფარმაცევტული კონცერნი ბაიერი პასუხისმგებლად ცნო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი შვილობილი კომპანიის მონსანტოს მიერ წარმოებულმა ჰერბიციდმა მეუღლეებში ონკოლოგიური დაავადება გამოიწვია. მსაჯულთა სასამართლომ კალიფორნიაში ბაიერს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის (1.78 მილიარდი ევრო) კომპენსაციის გადახდა დაავალა წყვილისთვის, რომელიც კონცერნის კუთვნილ კომპანიას შხამიანი ჰერბიციდის წარმოებაში ადანაშაულებს. ბრალდების მხარე შეეცადა დაერწმუნებინა ნაფიცი მსაჯულები, რომ […]

2018 წელს ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 84 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მისო მო მანი კრედიტი“ გააუქმა

კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 84, 761 434 ლარის შემოსავალი მიიღეს. როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო – 29 331494 ლარი. მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“ – 19 343 330 ლარი. მესამე ადგილზე „ლიბერთი ბანკია“ – მან 2018 წელს საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული […]

მანქანის გამოყენებით ვაჭრობა 1.000 ლარით დაჯარიმდება

მანქანის გამოყენებით ვაჭრობა 1.000 ლარით დაჯარიმდება

დღეიდან, სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით გარე ვაჭრობა 1.000 ლარით დაჯარიმდება. ინფორმაციას ბიპიენი ავრცელებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარევაჭრობასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერის თანახმად, თბილისში შესაბამისი ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1.000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სამართალდამრღვევი პირის მიმართ ჯარიმის ოდენობა 2.000 ლარამდე […]