გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ 3.000 ლარით დააჯარიმა

გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ 3.000 ლარით დააჯარიმა12 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც “გამარჯვებული საქართველოს” წვერია, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მას 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, ჩალაგაშვილი მხოლოდ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე იქნა ცნობილი სამართალდამრღვევად.

სამართალდმარღვევად ცნობილი იქნა ჩალაგაშვილთან ერთად დაკავებული დანარჩენი პირებიც. სასამართლომ კახაბერ მაჩიტიძეს 1100-ლარიანი, გიორგი თევდორაძეს 2000-ლარიანი, ბესიკ გაზდელიანს – 3000-ლარიანი, რამაზ ბოკელავაძეს – 1500-ლარიანი,გიორგი რობიტაშვილს – 1100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ყველა მათგანი სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც აქციის მონაწილეები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების არჩევას აპროტესტებდნენ.

აღნიშნული პირები სამართალდარღვევათა კოდექის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.