ჭდე: ჯარიმა

ხატია დეკანოიძე 2.000 ლარით დააჯარიმეს – “9 ეკიპაჟი მოვიდა ჩემ გასაჩერებლად”

ხატია დეკანოიძე 2.000 ლარით დააჯარიმეს - "9 ეკიპაჟი მოვიდა ჩემ გასაჩერებლად"

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რის ხა­ტია დე­კა­ნოი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ამ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო ჯა­რი­მა გა­მო­უ­წე­რა. რო­გორც ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე აცხა­დებს, მას არ და­ურ­ღვე­ვია არა­ნა­ი­რი წესი. “რა კა­ნო­ნით მა­ჯა­რი­მე­ბენ, კა­ნონ­საც ვერ მი­თი­თე­ბენ. თურ­მე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის და კა­რან­ტი­ნის წესი და­ვარ­ღვიე. არა­ვი­თა­რი კა­რან­ტი­ნის და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წესი არ და­მირ­ღვე­ვია. არც კო­ვი­დი მაქვს. წა­ვე­დი, თბი­ლად ჩა­ვიც­ვი და უკან მოვ­დი­ვარ. ამი­ტომ, ეს არის […]

მედიაკავშირი ობიექტივი გადაცემის რუსულ ენაზე გაშვების გამო 5.000 ლარით დაჯარიმდა

მედიაკავშირი ობიექტივი გადაცემის რუსულ ენაზე გაშვების გამო 5.000 ლარით დაჯარიმდა

კომუნიკაციების კომისიამ არასამეწარმეო მედია – კავშირი „ობიექტივი“, ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, 5.000 ლარით დააჯარიმა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს, საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას „ყველას გასაგონად“, რომელიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემა სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, […]

სასწრაფოს დასახვედრად გამოსული პირი 3.000 ლარით დააჯარიმეს – ჯარიმების გასაჩივრება 2 ივნისამდე შეიძლება

სასწრაფოს დასახვედრად გამოსული პირი 3.000 ლარით დააჯარიმეს - ჯარიმების გასაჩივრება 2 ივნისამდე შეიძლება

საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯარიმების გასაჩივრების ვადის ათვლა 23 მაისს დაიწყო, როცა საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და 10 დღეს გრძელდება უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით. შესაბამისად, ამ ჯარიმების გასაჩივრება შეიძლება 2 ივნისამდე. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ანუ 21 მარტიდან 22 მაისის პერიოდში ფიზიკური და იურიდიული პირები არ იყვნენ ვალდებული, ჯარიმა გადაეხადათ. დაჯარიმებულებს, […]

ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 პირი 1.000-1.000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 პირი 1.000-1.000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 26 პირი 1.000-1.000 ლარით დააჯარიმეს, მათ შორის არიან ერთ-ერთი ბრალდებულის – რეზო წულუკიძის და, მამა და ძმა. 30 პირი გუშინ, 27 მაისს, ბათუმში დააკავეს ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციაზე. ისინი ხულიგნობის ბრალდებით 7 მაისს დაკავებული ახლობლების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაკავებულთაგან 9 წუხელვე გაათავისუფლეს ხელწერილით. მოსამართლე როინ კახაძემ […]

გახარია – “ფარცხალაძე დაჯარიმდა”

ოთარ ფარცხალაძე - "გაქცევას არსად ვაპირებ, გასაქცევები სხვები არიან"

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის პირობებში, რუსთაველის გამზირზე მანქანით მოძრაობისას შენიშნეს, დაჯარიმდა. ფარცხალაძის შესახებ პრემიერს ოპოზიციის დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა ჰკითხა. „ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო…” – განაცხადა პრემიერმა. მას სიტყვა ხათუნა გოგორიშვილმა შეაწყვეტინა, რომელმაც დაზუსტება სთხოვა, ნამდვილად დაჯარიმდა თუ არა ფარცხალაძე, რაზეც პრემიერმა […]

კლინიკამ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს 15.000 ლარი უნდა გადაუხადოს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის მშობლის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5.000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანისათვის 10.000 ლარის (დაკრძალვის ხარჯები) გადახდა დაეკისრა. “საიას” ცნობით, პაციენტი 2014 წლის 5 დეკემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახმეტის რაიონული სამსახურის ექიმის არასათანადო მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. მისივე ინფორმაციით, პაციენტის მშობელი […]

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირს დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ჯარიმის გადახდისთვის დაწესებულია 30 დღიანი ვადა. ამასთან, გასაჩივრება აღნიშნულ ვადას აჩერებს საჩივრის განხილვის დასრულებამდე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს […]

შსს-მ კომენდატის საათის ორი ღამის განმავლობაში 2 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა  

შსს-მ კომენდატის საათის ორი ღამის განმავლობაში 2 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა   

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.კერძოდ, პირველი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა. […]

მანქანით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში მძღოლი 3.000 ლარით დაჯარიმდება

მანქანით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში მძღოლი 3.000 ლარით დაჯარიმდება

მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი. მძღოლი 3.000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების […]

კარანტინის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3.000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15.000 ლარით დაჯარიმდებიან

NDI: პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად მოსახლეობის მხოლოდ 1% აფასებს

კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3.000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15/000 ლარით დაჯარიმდება. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები უკვე მოამზადა. ერთ-ერთი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3.000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15.000 ლარის ოდენობით. ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კარანტინის წესს […]