”ჯარიმის ქვითარს ივანიშვილს გავუგზავნი” – გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა

”ჯარიმის ქვითარს ივანიშვილს გავუგზავნი” - გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა„გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისისსაქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვალერიან ფილიშვილმა გამოაცხადა.

მისივე გადაწყვეტილებით, გურამ ჩალაგაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელა. დღევანდელ სხდომაზევე გამოიკვლიეს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები.

შეგახსენებთ, რომ გურამ ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით პირველ ოქტომბერს დააკავეს, რომელიც 12-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

ჩალაგაშვილი სასამართლო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აპირებს, ჯარიმის ქვითარი ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნოს:

“ჩვენ გვყავს საქართველოში “ქველმოქმედი” ადამიანი და მას გავუგზავნი ამ ქვითარს,”- განაცხადა ჩალაგაშვილმა.