ჭდე: ხულო

ხულოში მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს

ზუგდიდში დათო შენგელიას ქვის საამქრო დააყაჩაღეს და 8.000 ლარი წაიღეს

ხულოს სოფელ კვატიაში მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ipress-ი წერს. შემთხვევა ხულოში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ნიუპოსტის ცნობით, გოგონამ თავი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამოიხრჩო. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ […]

ხულოში მწვანე ტბის ფსკერიდან გაუხსნელი ფრანგული კონიაკი ამოიტანეს

ხულოში მწვანე ტბის ფსკერიდან გაუხსნელი ფრანგული კონიაკი ამოიტანეს

სამეცნიერო კვლევის დროს “მწვანე ტბაზე” კონიაკი იპოვეს. ექსპედიციის წევრებმა ფრანგული კონიაკი ტბის ფსკერიდან ამოიღეს. ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ავრცელებს. “ალექსანდრ კურაკინი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ზღვის ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყვინთან-ბიოლოგი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მწვანე ტბის კვლევას ახორციელებს და წყალქვეშა გადაღებებსSOS! ტბის 8 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნია კონიაკის ბოთლი! […]

ხულოში ცეცხლის ჩაქრობას 500-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს

ბათუმში 5 სახლი იწვის

ხანძარი ხულოში – ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ტყეში დილიდან დაიწყო გზის გაჭრა, რომლის მეშვეობითაც ხანძრის კერებამდე შესაბამისი ტექნიკა უნდა მიიყვანონ. სამუშაოებში 500-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. ადგილზე ავიაციის ჩართვას ელოდებიან: „მეხანძრეები უკვე გასულები არიან ოთხივე ლოკაციაზე. დაიწყო მუშაობა, ამავდროულად ამოსულია მძიმე ტექნიკა, დაიწყო გზის გაყვანა. ჩამოფრინდება ვერტმფრენი, უკვე მომზადებულია რეზერვუარები. შესაბამისად, სახანძრო მანქანებისთვისაც გაკეთებულია […]

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძარია

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძარია

ხულოს მუნიციპალიტეტში შავნაბადას მთაზე ხანძარი მასშტაბური არ არის, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში მეჩხერ ტყეში ხანძარი ადგილობრივება გუშინ საღამოს შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი, პოლიცია და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისათვის ხანძარსაწინააღმდეგო ტრანსპორტის გადასაადგილებლად, მთასთან მისასვლელი სპეციალური გზის […]

მწვანე ტბაზე მყოფი ტურისტები დახმარებას ითხოვენ

მწვანე ტბაზე მყოფი ტურისტები დახმარებას ითხოვენ

ხულოში, მწვანე ტბაზე მყოფი ტურისტები დახმარებას ითხოვენ. როგორც ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ტურისტების ავტომობილი ჭაობში ჩავარდა. დაშავებული არავინ არის. გამგეობას მუდმივი კომუნიკაცია აქვს. ბაუჩაძის განცხადებით, ადგილზე რამდენიმე წუთში სამაშველო სამსახური იქნება და შესაბამისი დახმარება გაეწევათ. – ტურისტები დაკარგული არ არიან. მხოლოდ ავტომობილს შეექმნა პრობლემა, ჭაობში ჩავარდა. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ტურისტები დახმარებას ითხოვენ. […]

ხულოში ბიჭი მეხმა მოკლა

ხულოში ბიჭი მეხმა მოკლა

სოფელ ხულოში 25 წლამდე ბიჭს მეხი დაეცა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მეხის დაცემის დროს ბიჭთან ერთად მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. imedinews.ge

ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი ხულოში – სოფელ ვაშლოვანში მელაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაზარალებულების თქმით, ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა. ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.