ჭდე: ხულო

ხულოში 78 აგარაკის გაქურდვისთვის 24 წლის ე.ა. დააკავეს

ხულოში 78 აგარაკის გაქურდვისთვის 24 წლის ე.ა. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე 78 აგარაკი გაქურდა. პოლიციამ ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. უწყების ცნობით, ნაქურდალი ნივთები, ნივთმტკიცების სახით, სრულად არის ამოღებული. გამოძიება ქურდობის […]

ხულოში ბაბუა და შვილიშვილი ავარიაში დაიღუპნენ – უაზი ხევში გადავარდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

დღეს, 25 ივლისს, ხულოში ავარიის შედეგად დაიღუპნენ ბაბუა და შვილიშვილი, მეშვიდეკლასელი გოგო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ისინი მთაში, იალაღებზე მიდიოდნენ „უაზის“ ტიპის მანქანით. მანქანა გზიდან ხევში გადავარდა, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გამოიყვანა შემთხვევის ადგილიდან. დაღუპულები ღორჯომის თემიდან არიან. ავარია დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. შს სამინისტროს […]

ხულოში მიკროავტობუსი ამოყირავდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

ხულოში მიკროავტობუსი ამოყირავდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

ხულოს საავტომობილო გზაზე, სოფელ ვაშლოვანთან, სამარშრუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 – დაშავდა. დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „ერთი ჩვენთან მოსვლის მომენტში გარდაცვლილი იყო. 10-ს აქვს გარკვეული დაზიანებები, ორი, სავარაუდოდ, იგზავნება ბათუმში შემდეგი კვლევისთვის, რვას არ აქვს ისეთი დაზიანებები, უახლოეს პერიოდში გაეწერებიან სახლში,“ – განაცხადა ექიმმა. ხულოს მერი განცხადებით, მიკროავრობუსში თორმეტამდე […]

ხულოში 40 წლის კაცი მოკლეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

25 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ხიხაძირის ხეობაში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 40-წლამდე კაცი. ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებულმა  შუადღისას სოფელ ხიხაძირის ცენტრში, სავაჭრო ობიექტის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა კაცი და მიიმალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. „დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები“, – გვითხრეს შსს-ში. ბათუმელები

გრიპის ვირუსით ხულოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

გრიპის ვირუსით ხულოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ხულოს რაიონულ საავადმყოფში 4 წლის ბავშვი გუშინ დაახლოებით 13:00 საათზე სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს. საავადმყოფოს პერსონალის განცხადებით, მათ ბავშვის წაბლნარიდან ტრანსპორტირებისთვის, რეანიმობილი გამოიძახეს, თუმცა დაახლოებით 15:00 საათისთვის ბავშვი უკვე გარდაიცვალა. ამის შესახებ „აიპრესი“ წერს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იგივე სოფლიდან გუშინ იქ გრიპის ნიშნებით კიდევ 8 ბავშვი მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით მშობლებმა ისინი ბათუმში გადაიყვანეს. მედიამალლ.გე

ხანძარი ხულოში – დაიწვნენ 76 წლის შშმ კაცი და 20 წლის გოგონა, რომელიც მის გადარჩენას ცდილობდა

ხანძარი ხულოში - დაიწვნენ 76 წლის შშმ კაცი და 20 წლის გოგონა, რომელიც მის გადარჩენას ცდილობდა

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა თავის დამხმარე ნაგებობებით. ერთ-ერთი მოქალაქის ინფორმაციით, რომელსაც ფეისბუქლაივი ჰქონდა ჩართული, ხანძარმა ორი პირი იმსხვერპლა. ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 76-წლამდე კაცი, რომელიც შშმ პირი იყო და მეორე 20-წლამდე გოგო. „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილზე უთხრეს, რომ გოგონა სწორედ შშმ პირის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა თავადაც დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე […]

ხულოში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა – დაშავდა 4 ადამიანი

ხულოში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაშავდა 4 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხულოში – მთა თეთრობთან მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულები სხვადსხვა სახის დაზიანებებით ხულოს რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი ორი მათგანი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2

ხულოში 31 წლის ქალს 50 წლის მამაკაცმა 14 ჭრილობა მიაყენა

ხულოში 31 წლის ქალს 50 წლის მამაკაცმა 14 ჭრილობა მიაყენა

ხულოში, სოფელ ალმეში 31 წლის ქალი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული რეანომობილით ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. მისი მეუღლის თქმით, თავდამსხმელი მეზობლია, რომელთანაც კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მიზეზად კი მეზობლის მიერ მოპარული მობილური ტელეფონი სახელდება, რის გამოც აბულაძეებმა პოლიციას მიმართეს. რამინ აბულაძე ამბობს, რომ მეზობელი მათ სახლში მაშინ მივიდა, როცა მისი მეუღლე […]

ხულოს და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მეტროს და აეროპორტის დასუფთავების მოსაკრებელი დაწესდა

ხულოს და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მეტროს და აეროპორტის დასუფთავების მოსაკრებელი დაწესდა

ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მეტროსადგურებში დასუფთავების მოსაკრებელი აქვთ დაწესებული. დადგენილებების მიხედვით ირკვევა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეტროპოლიტენის სადგურები და აეროპორტები ვალდებული არიან 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარი გადაიხადონ. შეგახსენებთ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტს არც მეტრო და არც აეროპორტი არ გააჩნია. დადგენილება 2017 წლის 26 იანვრით თარიღდება. რაც შეეხება ხაშურს – ხაშურის საკრებულოს 2015 წლის 2 […]

ხულოში სკოლა იწვის

ხულოში სკოლა იწვის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში ორი საცხოვრებელი სახლი და საჯარო სკოლა იწვის. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინტერპრესნიუსი