ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვახანძარი ხულოში – სოფელ ვაშლოვანში მელაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
დაზარალებულების თქმით, ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა.
ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.