სამეცნიერო კვლევის დროს “მწვანე ტბაზე” კონიაკი იპოვეს. ექსპედიციის წევრებმა ფრანგული კონიაკი ტბის ფსკერიდან ამოიღეს.
ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ავრცელებს.
“ალექსანდრ კურაკინი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ზღვის ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყვინთან-ბიოლოგი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მწვანე ტბის კვლევას ახორციელებს და წყალქვეშა გადაღებებსSOS! ტბის 8 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნია კონიაკის ბოთლი! თუ მფლობელი 1 საათში გამოჩნდება, დაუბრუნდება!”- წერს თამარ ბაგრატია ფეისბუკზე.
მწვანე ტბაზე, სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანიც ტბის ბიოლოგიური და ტურისტული პოტენციალის დადგენა იყო. პირველადი შედეგების მიხედვით, ტბის მაქსიმალური სიღრმე 11 მეტრია. საბოლოო დასკვნა 10 დღეში გახდება ცნობილი.
ნიუპოსტი

