ჭდე: ლაგოდეხი

10 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის ლაგოდეხში 30 წლის გ.ი. დააკავეს – ვიდეო

10 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის ლაგოდეხში 30 წლის გ.ი. დააკავეს - ვიდეო

კახეთში 10 წლის გოგონას მიმართ ძალადობის გამო 30 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. ლაგოდეხში დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]

17 წლის ბიჭმა დედა დაჭრა

17 წლის ბიჭმა დედა დაჭრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა.  42 წლის ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის, გულ-მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, ქალს საკუთარი შვილი თავდაპირველად, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაუპირისპირდა. ამის შემდეგ კი არასრულწლოვანი დანით დედას გაუსწორდა. დაჭრილი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ქალი მართვით სუნთქვაზეა და მისი […]

ლაგოდეხში ცემის ბრალდებით თ.ნ. დააკავეს – ვიდეო

ლაგოდეხში ცემის ბრალდებით თ.ნ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტი გახსნეს. ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1978 წელს დაბადებული თ.ნ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თანამზრახველებთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, […]

ლაგოდეხთან ოპელი მერსედესს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

ლაგოდეხთან ოპელი მერსედესს დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 4 იანვარს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელისა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. რის შედეგადაც, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულები ლაგოდეხის საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გადაიყვანეს. ავტოავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე პოლიცია და ექპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

ლაგოდეხში გატაცებული 16 წლის გოგონა მისმა გამტაცებელმა უკან დააბრუნა

ლაგოდეხში გატაცებული 16 წლის გოგონა მისმა გამტაცებელმა უკან დააბრუნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებული 16 წლის გოგო ნაპოვნია. ის  და მისი გამტაცებელი, 21 წლის კაცი ამ წუთებში აფენის პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი. როგორც გოგოს მამა ამბობს, გამტაცებელი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. გამტაცებლის მამა კი ადასტურებს, რომ მისმა შვილმა გოგო მას შემდეგ დააბრუნა, რაც არასრულწლოვანმა კაცთან დარჩენაზე უარი თქვა. გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან […]

“კვალს ვერავინ პოულობს, ლამის დარდით დავიხოცოთ” – ლაგოდეხში 16 წლის გოგონა გაიტაცეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სოფელ კაბალში, ოჯახი და სამართალდამცელები გატაცებულ 16 წლის გოგონას ეძებენ. გოგონა სკოლის მოსწავლეა. წინასწარი ინფორმაციით, ის მეზობელმა ახალგაზრდამ, რამდენიმე დამხმარე პირთან ერთად, ქუჩიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა და მას შემდეგ, არ გამოჩენილა. გატაცებული გოგონას მამა, „პრაიმტაიმნიუსთან“ ამბობს, რომ შვილის შესახებ არაფერი იცის. „კვალს ვერავინ პოულობს. ყველგან ვეძებთ, პოლიციაც ეძებს, ყველა გამოკითხეს, მაგრამ ჯერ […]

ლაგოდეხში სამარშრუტო ქვეითს დაეჯახა – მამაკაცი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში. ლაგოდეხი – გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ფორდის მარკის სამარშუტო ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, სამარშუტო ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლაგოდეხში სუძუკი ოპელს დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხში სუძუკი ოპელს დაეჯახა - 3 ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხში, სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაქო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი სუძუკისა და ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი უამინდობა გხდა, რის გამოც მანქანა მოცურდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. რუსთავი 2

ლაგოდეხში 2 მაღაზია გაქურდეს

ლაგოდეხში 2 მაღაზია გაქურდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს. წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებიც მაღაზიის მეპატრონეებს კითხავენ. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ მძარცველი შენობაში მთავარი კარიდან შევიდა. დაკავებული ამ დროისთვის არავინაა.

ლაგოდეხში ორსული ქალი დაჭრეს

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ქალი დაჭრეს. შემთხვევა 20 ოქტომბერს, ღამით მოხდა. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ქალი ქუჩაში ხმაურზე გავიდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, მას ცივი იარაღით, ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. დაჭრილი ლაგოდეხში “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. კლინიკის ექიმების განმარტებით, ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით […]