“კვალს ვერავინ პოულობს, ლამის დარდით დავიხოცოთ” – ლაგოდეხში 16 წლის გოგონა გაიტაცეს

"კვალს ვერავინ პოულობს, ლამის დარდით დავიხოცოთ" - ლაგოდეხში 16 წლის გოგონა გაიტაცესლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სოფელ კაბალში, ოჯახი და სამართალდამცელები გატაცებულ 16 წლის გოგონას ეძებენ.

გოგონა სკოლის მოსწავლეა.

წინასწარი ინფორმაციით, ის მეზობელმა ახალგაზრდამ, რამდენიმე დამხმარე პირთან ერთად, ქუჩიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა და მას შემდეგ, არ გამოჩენილა.

გატაცებული გოგონას მამა, „პრაიმტაიმნიუსთან“ ამბობს, რომ შვილის შესახებ არაფერი იცის.

„კვალს ვერავინ პოულობს. ყველგან ვეძებთ, პოლიციაც ეძებს, ყველა გამოკითხეს, მაგრამ ჯერ არსად ჩანს. ვინც წაიყვანა, მეზობლის ბიჭია, მანამდე არც ვიცოდით, თუ მოსწონდა. არც ვიცი, ოჯახისთვის სჭირდება, თუ რისთვის. მანქანაც ცნობილია, მაგრამ ვერსად პოულობენ. მისი ოჯახი მედავება, პოლიცია რატომ ჩარიეო. ლამის დარდით დავიხოცოთ, აბა რა უნდა მექნა,“- განაცხადა მამამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გოგონას და მისი თანმხლები პირების ძებნა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.