ლაგოდეხში გატაცებული 16 წლის გოგონა მისმა გამტაცებელმა უკან დააბრუნა

ლაგოდეხში გატაცებული 16 წლის გოგონა მისმა გამტაცებელმა უკან დააბრუნალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებული 16 წლის გოგო ნაპოვნია. ის  და მისი გამტაცებელი, 21 წლის კაცი ამ წუთებში აფენის პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.

როგორც გოგოს მამა ამბობს, გამტაცებელი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. გამტაცებლის მამა კი ადასტურებს, რომ მისმა შვილმა გოგო მას შემდეგ დააბრუნა, რაც არასრულწლოვანმა კაცთან დარჩენაზე უარი თქვა.

გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან  ნიშნობაში იმყოფებოდა, უკან დაბრუნებული კი რამდენიმე პირმა დაუდგენელი მიმართულებით გაიტაცა.

ოჯახმა ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი შვილი კომენდანტის საათის დროს სახლში არ დაბრუნდა. ოჯახი სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

მთავარი