ჭდე: ლაგოდეხი

ლაგოდეხში ნისანი ბენზინმზიდს შეასკდა – 7 ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხში ნისანი ბენზინმზიდს შეასკდა - 7 ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად 7 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა. ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. „ნისანის“ მარკის ავტომობილი საწვავმზიდს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. იმედინიუსი

ლაგოდეხში ბმვ ჯერ არხში გადავარდა, მერე გზაზე დაბრუნდა

ლაგოდეხში ბმვ ჯერ არხში გადავარდა, მერე გზაზე დაბრუნდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად სარწყავ არხში გადავარდა. რის შემდეგაც ისევ სავალ ნაწილზე დაბრუნდა. ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები […]

“შენი ლაგოდეხში გაშვილებული ქალ-ვაჟი მე გავზარდე” – აღმზრდელი დედა შვილების ბიოლოგიურ დედას ეძებს

"შენი ლაგოდეხში გაშვილებული ქალ-ვაჟი მე გავზარდე" - აღმზრდელი დედა შვილების ბიოლოგიურ დედას ეძებს

ფეისბუქის გვერდზე “ვეძებ” ასეთი პოსტი გამოქვეყნდა: “აღმზრდელი დედა ეძებს შვილების ბიოლოგიურ დედას. იმშობიარე ლაგოდეხის სამშობიაროში 1998 წლის 23 აპრილს, გეყოლა ტყუპი ქალ ვაჟი და ორივე გააშვილე ორივე მე წამოვიყვანე და გავზარდე, სითბო და სიყვარული არ მოვაკელი, ვასწავლე ორივეს და ახლა, როცა ზრდასრულ გონიერ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, ვუთხარი ორივეს სიმართლე, შეხვდნენ მშვიდად და უფრო მეტი სითბო გამოხატეს […]

ლაგოდეხში ელექტროტექნიკოსი ნოდარ ფრიდონაშვილი დაიღუპა

ლაგოდეხში ელექტროტექნიკოსი ნოდარ ფრიდონაშვილი დაიღუპა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 59 წლის ელექტროტექნიკოსი, ნოდარ ფრიდონაშვილი გარდაიცვალა. ენერგო-პრო-ჯორჯიას ლაგოდეხის სერვის-ცენტრის თანამშრომელი, ქარისგან დაზიანებულ კაბელების შეკეთებას სოფელ კართუბნის ტერიტორიაზე ცდილობდა. ენერგო-პრო-ჯორჯიას კახეთის წარმომადგენლობაში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ძაბვა ყოველთვის გათიშულია, ამიტომ თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილი ელექტროტექნიკოსის ცხედარი, გურჯაანში, სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს. გამოძიება მომხდარ ფაქტზე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

ლაგოდეხში ტრაილერი მანქანას დაეჯახა

ლაგოდეხში ტრაილერი მანქანას დაეჯახა

ლაგოდეხში ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. შემთხვევა სოფელ აფენში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ლაგოდეხში ე.ი-ს დაჭრისთვის ა.მ. დააკავეს

ლაგოდეხში ე.ი-ს დაჭრისთვის ა.მ. დააკავეს

ლაგოდეხში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ა.მ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ყვარელში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ ლაგოდეხის სოფელ კაბალში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ ე.ი.-ს […]

ლაგოდეხში რესტორნის მეპატრონის შვილი დაჭრეს

ლაგოდეხში რესტორნის მეპატრონის შვილი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კაბალში მოხდა. დაჭრილი, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორნის მფლობელის ვაჟია. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, მას რამდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრას წინ სუფრასთან, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბი უძღოდა. დაჭრილი ახალგაზრდა ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს გადაუდებელ ოპერაციას […]

ლაგოდეხში მერსედესი მუშას დაეჯახა – მუშა გარდაიცვალა

ლაგოდეხში მერსედესი მუშას დაეჯახა - მუშა გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში – დაშავდა სამი ადამიანი. “მერსედესის” მარკის ავტომობილი საგზაო სამუშაოზე დასაქმებულ მუშას შეეჯახა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავდნენ მანქანაში მყოფი პირებიც. სამიგვე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები, სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მოგვიანებით მუშა გარდაიცვალა. მთავარი

“ბავშვების დაჩოქება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა” – მანდატურის განცხადება

"ბავშვების დაჩოქება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა" - მანდატურის განცხადება

ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ბულინგის ფაქტს მანდატურის სამსახური ეხმაურება და აცხადებს, რომ სკოლის ტერიტორიაზე კონფლიქტი არ მომხდარა, თუმცა როგორც კი მანდატურებისთვის მომხდარის შესახებ გახდა ცნობილი, მათ მყისიერად შეატყობინეს პოლიციას. მანდატურის სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობის/ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით რაიმე […]

ლაგოდეხთან ოპელი მერსედესს შეასკდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა

ლაგოდეხთან ოპელი მერსედესს შეასკდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა

ლაგოდეხი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ოპელისა და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე მამაკაცი გარდაიცვალა. ხოლო, 4 ადამიანი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მთავარი