ჭდე: მარიამ კუბლაშვილი

”თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ტელეფონი ეჭირა და არა – ხელყუმბარა” – ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს

”თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ტელეფონი ეჭირა და არა - ხელყუმბარა” - ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დღეს ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები მიიღეს. რამდენიმეთვიანი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის ვერც თითის ანაბეჭდი და ვერც დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს. ბოლო ოთხი თვეა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ სპეცრაზმელმა მაჩალიკაშვილს იმის გამო ესროლა, რომ მას ხელში ხელყუმბარა ჰქონდა და სამართალდამცველების აფეთქებას აპირებდა. – პასუხი არის შემდეგი, არის გარკვეული ნაწილაკები, თუმცა რთულია […]

მარიამ კუბლაშვილი – ”რუსლან ალდამოვის დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს”

მარიამ კუბლაშვილი - ”რუსლან ალდამოვის დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს”

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეში ბრალდებულ რუსლან ალდამოვის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება 22 ნოემბრის სპეცოპერაციას ეხება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულზე არ მეტყველებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მოსამართლემ ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და მათი გამოკვლევა არსებით სხდომებზე მოხდება. – არანაირი მტკიცებულება, არანაირი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და სხვა […]

“თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ხელყუმბარა სხვა საქმეშიც ფიგურირებს”

ვინ არის 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი

– ხელყუმბარა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ნივთმტკიცება იყო, მაგრამ ახლა განადგურებულია, კიდევ სხვა საქმეშიც ფიგურირებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ხელყუმბარა ბრალდებულ რუსლან ალდამოვის საქმეშიც ფიგურირებს. – სასწრაფო წესით მოხდა ამ ხელყუმბარის განადგურება, ოპერაციის ჩატარებიდან ერთ კვირაში. ხელყუმბარა, რომელიც მათ წარმოადგინეს, კიდევ სხვა […]

 დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ, ასევე ტყვიაზე სისხლის გარდა, მისი დნმ-ის კვალიც ვერ დაფიქსირდა

 დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ, ასევე ტყვიაზე სისხლის გარდა, მისი დნმ-ის კვალიც ვერ დაფიქსირდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ. ამის შესახებ პროკურატურის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაშია საუბარი, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გაეცნო. გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზამ ტყვიაზე, რომელიც მაჩალიკაშვილს მოხვდა, სისხლის კვალის გარდა, ვერც გარდაცვლილის დნმ-ის კვალი დააფიქსირა, ვინაიდან „ტყვიის ფრაგმენტი საკმარისი ზომის არ იყო“. „ტყვიაზე არც […]

მარიამ კუბლაშვილი – “ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა”

მარიამ კუბლაშვილი - “ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა”

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო. მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა: – რაც არ დადასტურდა და რაც ალბათ შემდგომი განხილვის მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი. როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვიაზე, რომელიც კედელში გაჩერდა, ანუ გავიდა […]

მარიამ კუბლაშვილი – “თემირლანს ხელყუმბარა ჩაუდეს… სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება”

მარიამ კუბლაშვილი - "თემირლანს ხელყუმბარა ჩაუდეს... სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება"

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქმეში ხელყუმბარა ხელოვნურადაა ჩადებული. – ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ თემირლანს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია. ერთ-ერთი მტკიცებულება სპეცოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებაა. წამიერად არის მომხდარი კარის შენგრევა და სროლა. იგი ფიზიკურად ვერ მოასწრებდა სხვა მოქმედებას. სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული […]

მარიამ კუბლაშვილი – ”თემირლან მაჩალიკაშვილის დის ინფორმაციას სპეცრაზმელების დავის შესახებ ჯერ ვერ დავადასტურებ”

მარიამ კუბლაშვილი - ”თემირლან მაჩალიკაშვილის დის ინფორმაციას სპეცრაზმელების დავის შესახებ ჯერ ვერ დავადასტურებ”

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალები, რომლის თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისმა ქალიშვილმა გაიგონა, თუ როგორ დავობდნენ ერთმანეთში სპეცრაზმის წარმომადგენლები გასროლის შემდეგ. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თაობაზე მას ოფიციალური ინფორმაცია არ გააჩნია. მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე მას თემირლან მაჩალიკაშვილის დასთან ჯერ არ უსაუბრია. […]

თემირლან მაჩალიკაშვილს უცხოეთში გადაიყვანენ

თემირლან მაჩალიკაშვილს უცხოეთში გადაიყვანენ

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, კონსილიუმმა თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ტრანსპორტირება დასაშვებია. ადვოკატის განცხადებით, მაჩალიკაშვილის გადაყვანას ოჯახი ითხოვს. რომელ ქვეყანაში გადაიყვანენ მაჩალიკაშვილს, უცნობია. ნიუპოსტი

თემირლან მაჩალიკაშვილს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს – ყოფილმა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა არ იცის, რატომ შეცვალეს

თემირლან მაჩალიკაშვილს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს - ყოფილმა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა არ იცის, რატომ შეცვალეს

თემირლან მაჩალიკაშვილს ადვოკატი შეეცვალა. ცირა ჯავახიშვილის ნაცვლად მაჩალიკაშვილის უფლებებს დაიცავს მარიამ კუბლაშვილი. ცირა ჯავახიშვილმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ არ იცის, რატომ შეეცვალა მის კლიენტს ადვოკატი. თავად მარიამ კუბლაშვილმა კი თქვა, რომ თემირლანი მისი ნათესავია და ოჯახმა მისი დაცვა სთხოვა. – ჩემ გვერდით მრავალი ქართველი ადვოკატია, რომელიც მზადაა, უსასყიდლოდ დაიცვას თემირლანის უფლებები.  არც ერთ შემთხვევაში არ […]

რუსლან ალდამოვს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

რუსლან ალდამოვს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვის უფლებებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს, თუმცა როგორც ადვოკატმა განმარტა, საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია და  შესაბამისად გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით წაუყენეს ბრალი დაკავებულს. კუბლაშვილი უკვე შეხვდა მისი დაცვისქვეშ მყოფს და როგორც ადვოკატი ამბობს, ალდამოვი არის დაბნეული და ვერ აკეთებს ვერანაირ კომენტარს. ხვალ სასამართლოში რუსლან ალდამოვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება. […]