ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, კონსილიუმმა თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
ადვოკატის განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ტრანსპორტირება დასაშვებია. ადვოკატის განცხადებით, მაჩალიკაშვილის გადაყვანას ოჯახი ითხოვს.
რომელ ქვეყანაში გადაიყვანენ მაჩალიკაშვილს, უცნობია.
ნიუპოსტი

