თემირლან მაჩალიკაშვილს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს – ყოფილმა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა არ იცის, რატომ შეცვალეს

თემირლან მაჩალიკაშვილს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს - ყოფილმა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა არ იცის, რატომ შეცვალესთემირლან მაჩალიკაშვილს ადვოკატი შეეცვალა. ცირა ჯავახიშვილის ნაცვლად მაჩალიკაშვილის უფლებებს დაიცავს მარიამ კუბლაშვილი.

ცირა ჯავახიშვილმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ არ იცის, რატომ შეეცვალა მის კლიენტს ადვოკატი.

თავად მარიამ კუბლაშვილმა კი თქვა, რომ თემირლანი მისი ნათესავია და ოჯახმა მისი დაცვა სთხოვა.

– ჩემ გვერდით მრავალი ქართველი ადვოკატია, რომელიც მზადაა, უსასყიდლოდ დაიცვას თემირლანის უფლებები.  არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ესროლათ თემირლანისთვის სასიკვდილოდ პირდაპირ ადგილზე, – განაცხადა ადვოკატმა.

2 დრის წინ მარიამ კუბლაშვილმა ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე:

„თემირლან მაჩალიკაშვილი. 19 წლის. ამჟამად სიკვდილს თელავის საავადმყოფოში ებრძვის. როგორც ოჯახის ახლობლებმა მითხრეს დაჭრილია ჯერ მხარში, შემდეგ კი ნასროლი აქვს შუბლში, სასიკვდილოდ. თემირლანს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ჩემი ნათესავია, სწავლობს თბილისში, როგორც ახასიათებენ წესიერი და მშვიდი ბიჭია. ვიცნობ მამას – ვახტანგ მაჩალიკაშვილს, რომელიც პანკისში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, გვარის უფროსია. წესიერი და პატიოსანი ოჯახია. მისი მისამართით სროლა განხორციელდა მწოლიარე მდგომარეობაში, საკუთარ სახლში. დაკავება თავისუფლად შესაძლებელი იყო თბილისში. რა მოხდა, რა ხელყუმბარაზეა საუბარი, რომლითაც თემირლანი თავდაცვის მიზნით ვითომდა საკუთარ მშობლებს და სახლს ააფეთქებდა გაურკვეველია, ლოგიკურ კითხვას ბადებს, თუ რატომ ესროლეს საკონტროლო გასროლით ხელმეორედ პირდაპირ შუბლში? მჯერა, გადარჩება და ერთად ვიბრძოლებთ სიმართლის გასარკვევად. წარმოუდგენელია მისი კავშირი ტერირისტებთან, პასუხი უნდა გაეცეს საზოგადოების კითხვებს, რა მოხდა!“