ჭდე: მაშველები

1 მაისიდან დღემდე ზღვაზე 21 ადამიანი დაიხრჩო – სად არიან მაშველები?!

1 მაისიდან დღემდე ზღვაზე 21 ადამიანი დაიხრჩო - სად არიან მაშველები?!

ზაფხულის ცხელი სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა, ზღვაზე მხოლოდ დამსვენებლები არიან, სამაშველო ჯგუფები კი არ ჩანან. ტურისტები ყვებიან, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სამაშველო ჯგუფები არ დაუნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო სეზონის აქტიურ ფაზა ახლა იწყება, ბოლო სტატისტიკა უკვე საგანგაშოა. ოფიციალური მონაცემებით, 1 მაისიდან დღემდე 21 ადამიანი დაიხრჩო. მიზეზი ხშირად ადგილზე მაშველების არყოფნა იყო. 4 ადამიანი დაიხრჩო […]

ბათუმში, მაშველებმა 15 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინეს

ბათუმში, მაშველებმა 15 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, მაშველებმა 15 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინეს. მათივე ცნობით, მაშველებმა, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, ზღვაში, ახალგაზრდა ბიჭი შენიშნეს, ის შველას ითხოვდა. ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მაშველები მტკვარში მოქალაქეს ეძებენ

მაშველები მტკვარში მოქალაქეს ეძებენ

მდინარე მტკვარში მაშველები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. არსებული ინფორმაციით, მაშველები მტკვარში სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ერთ-ერთმა მოქალაქემ დარეკა და შეატყობინა, რომ მტკვარში ადამიანი გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინების საფუძველზე მაშველები მტკვარში სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. ინტერპრესნიუსი

მაშველებმა რიონიდან 33 წლის კაცი გამოიყვანეს – ვიდეო

მაშველებმა რიონიდან 33 წლის კაცი გამოიყვანეს - ვიდეო

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამტრედიაში, სოფელ ბაშში, მაშველებმა მდინარე რიონზე წარმოქმნილი ხელოვნური კუნძულიდან 33 წლის მამაკაცი გამოიყვანეს კუნძული მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოიქმნა და მამაკაცი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მათივე ცნობით, ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ნიუპოსტი https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1795190404118517/  

მაშველებმა გალაქტიონის ხიდთან ქალი მტკვრიდან ამოიყვანეს

მაშველებმა გალაქტიონის ხიდთან ქალი მტკვრიდან ამოიყვანეს

თბილისში, გალაკტიონის ხიდთან შუახნის ქალი მტკვარში ჩავარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ქალი მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ქალს მცირედი დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“ლეოგრანდის” ნომრებში მაშველები ხალხს ეძებენ

"ლეოგრანდის" ნომრებში მაშველები ხალხს ეძებენ

მაშველები ინტენსიურად მუშაობენ, სასტუმროს ნომრებში ხომ არ არის დარჩენილი რომელიმე ადამიანი. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მაისურაძემ განაცხადა, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ამოქმედებულ მართვის ცენტრს ხელმძღვანელობს. – მაღალი დაკვამლიანების გამო, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მაშველების ინტენსიური მუშაობა ყველა სართულზე და სასტუმროს ნომრებში, ხომ არ არის დარჩენილი რომელიმე ადამიანი იქ. სწორედ ამიტომ გამოვიძახეთ დამატებითი ძალები სხვა რეგიონებიდანაც, რომ […]

ბეშუმის უღელტეხილიდან მაშველებმა 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი გამოიყვანეს

ბეშუმის უღელტეხილიდან მაშველებმა 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი გამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებმა ხულოში, ბეშუმის უღელტეხილზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩარჩენილი 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი, მათ შორის, ბავშვები და მოხუცები გამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ამ დროისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთიდან ყველა მგზავრი უვნებლად არის გაყვანილი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ინტერპრესნიუსი

სასტუმრომ ”ქრაუნ პლაზა ბორჯომი” მაშველები და მეხანძრეები საკვებით და წყლით მოამარაგა

სასტუმრომ ”ქრაუნ პლაზა ბორჯომი” მაშველები და მეხანძრეები საკვებით და წყლით მოამარაგა

სასტუმრომ ”ქრაუნ პლაზა ბორჯომი” ბორჯომის ხეობაში მომუშავე მაშველები და მეხანძრეები სასმელი წყლით და საკვებით მოამარაგა. ინფორმაციას თავად სასტუმროს ადმინისტრაცია ავრცელებს. “ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება და სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ამ პროცესში სასტუმრო “ქრაუნ პლაზა ბორჯომი” აქტიურად არის ჩართული. სასტუმროს ადმინისტრაციამ მაშველები და მეხანძრეები სასმელი წყლით და საკვებით მოამარაგა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს სოციალურ […]

მაშველებმა სუფსაში დამხრჩვალი მეორე გოგოს ცხედარი იპოვეს

მაშველებმა სუფსაში დამხრჩვალი მეორე გოგოს ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში დამხრჩვალი ერთ-ერთ გოგოს ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. მაშვებელები სამძებრო სამუშაოებს ორი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ. მდინარე სუფსაში ორი მოზარდი გუშინ დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, 12 წლის გოგოები ერთმანეთის დეიდაშვილები იყვნენ, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ და ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. ერთ-ერთის ცხედარი მაშველებმა გუშინვე ამოიყვანეს მდინარიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

ქობულეთში მაშველებმა მშობლებს დაკარგული 4 წლის ბიჭი დაუბრუნეს

ქობულეთში მაშველებმა მშობლებს დაკარგული 4 წლის ბიჭი დაუბრუნეს

ქობულეთში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა კიდევ ერთი პატარა დაუბრუნეს მშობლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სააგენტო ავრცელებს. – სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 წლის ბიჭი დაიკარგა. წყალზე მაშველებმა ოპერატიულად დაიწყეს პატარა დამსვენებლის საძიებო სამუშაოები. მას მშობლებისგან 3 კილომეტრის მოშორებით, უმოკლეს დროში მიაკვლიეს. იმ […]