მაშველებმა გალაქტიონის ხიდთან ქალი მტკვრიდან ამოიყვანეს

მაშველებმა გალაქტიონის ხიდთან ქალი მტკვრიდან ამოიყვანესთბილისში, გალაკტიონის ხიდთან შუახნის ქალი მტკვარში ჩავარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ქალი მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, ქალს მცირედი დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.