ქეთევან ციხელაშვილს ხსნიან და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციაში ელჩად გადაჰყავთ

ქეთევან ციხელაშვილს ხსნიან და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციაში ელჩად გადაჰყავთქეთევან ციხელაშვილს ხსნიან და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციაში ელჩად გადაჰყავთ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

“გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ვენის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი გახლავთ და ვფიქრობ, ქალბატონი ქეთევანის გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან, რადგანაც თემები, რომელიც ეუთოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში განიხილება, მათ შორის, კონფლიქტებთან მიმართებაში, ესეც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ქეთევან ციხელაშვილი წარუძღვება. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ასევე იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

იპნ