მთაწმინდაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

მთაწმინდის რაიონში, მაჩაბლისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს.

შემთხვევის  ადგილზე ერთი ვაზნაა ნაპოვნი. დაჭრილი ნიუ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

იმედინიუსი