ბიჭები, რომლებიც მთაწმინდის ხანძრის დროს მეხანძრეებს შიშველი ხელებით ეხმარებოდნენ

სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელი ნიკოლოზ დარსაველიძე ავრცელებს ფოტოს, სადაც ასახულია სამი ახალგაზრდა. სოციალური ქსელის მომხმარებლის განცხადებით, ეს ბიჭები გუშინ მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებსა და სამაშველო სამსახურს შიშველი ხელებით ეხმარებოდნენ:

„აი, ეს ახალგაზრდა ვაჟკაცები ედგნენ შიშველი ხელებით მეხანძრეებს გვერდში!!!

გაავრცელეთ ნახოს ხალხმა ვინ რას წარმოადგენს!!!“, – წერს დარსაველიძე.

ნიუპოსტი