თბილისში, მთაწმინდაზე, რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ფეხით მიმავალ მამაკაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
პირველი არხი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც მკვლელობის ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით.

