ჭდე: მცხეთა

მცხეთასთან 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – 1 ქალი დაშავდა

მცხეთასთან 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს - 1 ქალი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მცხეთაში. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, მსუბუქად დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მცხეთის გზაზე ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

მცხეთის გზაზე ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

მცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შსს-ში “ფორტუნას” განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა, გზაზე გადასვლას ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ფორტუნა

მცხეთასთან მანქანამ 40 წლის კაცი გაიტანა და მოკლა

მცხეთასთან მანქანამ 40 წლის კაცი გაიტანა და მოკლა

მცხეთასთან ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 40 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამჟამად მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის […]

მცხეთაში პროსტიტუციას კულტურის სამსახური ებრძვის – რა დაადგინა საკრებულომ

მცხეთაში პროსტიტუციას კულტურის სამსახური ებრძვის - რა დაადგინა საკრებულომ

მცხეთის საკრებულომ მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის დებულება დაამტკიცა, სადაც მითითებულია, რომ სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას დამნაშავეობის, ნარკომანიის, პროსტიტუციისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. მერიის სამსახურის დებულება მცხეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს 29 წევრიდან 21 ესწრებოდა, დადგენილება კი ერთხმად იქნა მიღებული. საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის სტრუქტურაში 4 განყოფილებაა, […]

ხაშურის და მცხეთის ავტობუსის გაჩერებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გახდნენ

ხაშურის და მცხეთის ავტობუსის გაჩერებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გახდნენ

ხაშურსა და მცხეთაში მდებარე ავტობუსის გაჩერებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ტეზერში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში მდებარე ავტობუსის გაჩერებები XX საუკუნის 70-იანი წლების საბჭოთა მოდერნიზმის ნიმუშია. ნიუპოსტი

სპეცოპერაცია მცხეთაში – პოლიციამ მანქანის საბარგულიდან მძევალი გაათავისუფლა და 4 პირი დააკავა

სპეცოპერაცია მცხეთაში - პოლიციამ მანქანის საბარგულიდან მძევალი გაათავისუფლა და 4 პირი დააკავა

მცხეთაში, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ოთხი პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ბ., 1993 […]

”ქართული ოცნება” კალაძემ მცხეთაში, რესტორან ”გუჯარში”, სავახშმოდ მიიწვია – ”მერე ჟურნალისტებსაც დაგპატიჟებთ”

”ქართული ოცნება” კალაძემ მცხეთაში, რესტორან ”გუჯარში”, სავახშმოდ მიიწვია - ”მერე ჟურნალისტებსაც დაგპატიჟებთ”

„ქართული ოცნების“ ლიდერები თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების აღსანიშნავად მცხეთაში, რესტორან „გუჯარში“ არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. ღონისძიების მთავარი მასპინძელი თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კახა კალაძეა. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით ადგილზე არ გამოჩენილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რას უკავშირდებოდა აღნიშნული ღონისძიება, განაცხადა, რომ პარტიული აქტივის ვახშამია. – პარტიული ღონისძიებაა, ვახშამი გვაქვს, რომ დამთავრდება ყველაფერი, […]

მცხეთაში მატარებელი ქალს დაეჯახა

მცხეთაში მატარებელი ქალს დაეჯახა

მცხეთაში მატარებელი ასაკოვან ქალს დაეჯახა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” რამდენიმე მოქალაქემ აცნობა, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. თავის მხრივ, როგორც ”ინტერპრესნიუსი” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა

მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა

 მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა. ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც აალდა. ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის […]

ავარია მცხეთაში _ მიკროავტობუსი ბოძს შეეჯახა, დაშავდა 12 ადამიანი

ავარია მცხეთაში _ მიკროავტობუსი ბოძს შეეჯახა, დაშავდა 12 ადამიანი

დღეს ქალაქ მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. სამარშრუტო ტაქსი განათების ბოძს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 4 პირი მცხეთის “ჯეო ჰოსპიტალში”, 8 კი მცხეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 3 ეკიპაჟი მუშაობდა. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ, მათ […]