დღეს ქალაქ მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. სამარშრუტო ტაქსი განათების ბოძს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
4 პირი მცხეთის “ჯეო ჰოსპიტალში”, 8 კი მცხეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 3 ეკიპაჟი მუშაობდა.
დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის, გულ-მკერდის, თავის, ქვედა კიდურის ტრავმები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

