მცხეთაში მატარებელი ქალს დაეჯახა

მცხეთაში მატარებელი ქალს დაეჯახამცხეთაში მატარებელი ასაკოვან ქალს დაეჯახა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” რამდენიმე მოქალაქემ აცნობა, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
თავის მხრივ, როგორც ”ინტერპრესნიუსი” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.