„ქართული ოცნების“ ლიდერები თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების აღსანიშნავად მცხეთაში, რესტორან „გუჯარში“ არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ.
ღონისძიების მთავარი მასპინძელი თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კახა კალაძეა. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით ადგილზე არ გამოჩენილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რას უკავშირდებოდა აღნიშნული ღონისძიება, განაცხადა, რომ პარტიული აქტივის ვახშამია.
– პარტიული ღონისძიებაა, ვახშამი გვაქვს, რომ დამთავრდება ყველაფერი, თქვენთანაც ვგეგმავთ ვახშიმის გაკეთებას. მოწვეულია პარტიული აქტივი, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით შეკრების მიზეზი არჩევნებია, ორგანიზატორი კი ქართული ოცნების შტაბი.
ადგილზე იმყოფებიამ თბილისის საკრებულოს ყოფილი და მომავალი წევრები. ასევე დავით ნარმანია და გიორგი ალიბეგაშვილი.
ნიუპოსტი

