ჭდე: ნათია თურნავა

ნათია თურნავას მოადგილედ გურამ გურამიშვილი დაინიშნა

ნათია თურნავას მოადგილედ გურამ გურამიშვილი დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ სს “საქართველოს რკინიგზის” სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი გურამ გურამიშვილი დაინიშნა. “გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995-2021 წლებში საქმიანობდა სს „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე”, – ვკითხულობთ სამინისტორს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის […]

ნათია თურნავა – “ყველა შეზღუდვა 1 თებერვლამდე გაგრძელდება”

ნათია თურნავა - "ტურიზმს სხვა ქვეყნებზე ადრე აღვადგენთ"

ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვები და დაწესებული რეგულაციები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრმა ნათა თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პირველ თებერვლამდე არსებულ პერიოდს ხელისუფლება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან აქტიურ შეხვედრებში გამოიყენებს, რათა თებერვალში უსაფრთხო გახსნა უზრუნველყოს როგორც ტრანსპორტის, ასევე ბიზნესის მიმართულებით. „ჩვენი ჯანდაცვის სექტორსა და ზოგადად, […]

ირაკლი ზარქუა ნათია თურნავას – “არ მოგასვენებთ არც თქვენ და არც თქვენს მოადგილეებს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების პროგრამას დიდი ხარვეზი აქვს. როგორც მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური პროფილის მინისტრებს უსმენენ, პარლამენტმა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აღნიშნული კუთხით არსებული პრობლემები აღმოიფხვრას. “სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ავტოტრანსპორის ტექნიკური დათვალიერების პროგრამა უკეთესი შედეგის სურვილს ტოვებს. ახლაც ჩვენ რომ ავდგეთ და […]

ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა

ნათია თურნავა - "ტურიზმს სხვა ქვეყნებზე ადრე აღვადგენთ"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, 2 ნოემბერს გადავიდა.

„ნათია თურნავა ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრია“

ნათია თურნავა - "ტურიზმს სხვა ქვეყნებზე ადრე აღვადგენთ"

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა პარასკევს, 18 სექტემბერს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა და მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა, თუმცა ბევრ კითხვაზე პასუხი ისევ ბუნდოვანი დარჩა. მინისტრმა აქცენტი ისევ „ცხრა წელზე“ გააკეთა და იმაზე, როგორ კარგად იმუშავა საქართველოს მთავრობამ, ვითარება კი მსოფლიოში შექმნილი საერთო მძიმე ფონიდან გამომდინარე დამძიმდა. უპასუხა თუ არა ოპოზიციის კითხვებს პასუხი […]

ნათია თურნავას შვილი, ირაკლი ვეშაპიძე, სამი კომპანიის გენერალური დირექტორია

ნათია თურნავა - "ტურიზმს სხვა ქვეყნებზე ადრე აღვადგენთ"

ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას შვილი, ირაკლი ვეშაპიძე, დვაბზუს ბენტონიტური ქარხნის  გენერალურ დირექტორად დაინიშნა ირაკლი ვეშაპიძე ერთდროულად სამი კომპანიის – „ასკანგელ ბენტონიტი“, „ასკანგელ ჯგუფსი“ და „ასკანგელ ალიანსის“ გენერალური დირექტორი იქნება. სამივე მათგანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარეობს. ოზურგეთში ვრცელდებოდა ხმები, რომ ამ კომპანიებში არაოფიციალურად წილს ეკონომიკის მინისტრი ფლობს. ამის გადასამოწმებლად დღეს დვაბზუში ჩვენი ჯგუფი იმყოფებოდა, თუმცა ვეშაპიძე დაგვემალა და მიუხედავად იმისა, რომ სამსახურეობრივი მისი მანქანა ადმინისტრაციული შენობის წინ იმყოფებოდა, დაცვა […]

ნათია თურნავა – “ვიზეარი საქართველოდან არ გადის”

ნათია თურნავა - "ტურიზმს სხვა ქვეყნებზე ადრე აღვადგენთ"

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ „ვიზეარის“ არეალი გაფართოებულიყო. ნათია თურნავას თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, „ვიზეარი“ […]

ნათია თურნავა – “ტურიზმს სხვა ქვეყნებზე ადრე აღვადგენთ”

ნათია თურნავა - "ტურიზმს სხვა ქვეყნებზე ადრე აღვადგენთ"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავა,ს განცხადებით, კრიზისის დროს ყველაზე დიდი ზიანი ტურიზმის სფეროს მიადგა. როგორც ნათია თურნავამ “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა, სახელმწიფო ყველა მექანიზმს გამოიყენებს, რათა წლის ბოლომდე ქვეყანაში შიდა ტურიზმი აღდგეს. ნათია თურნავას ინფორმაციით, ოთხშაბათს დადეგმილია ტურიზმის სექტორთან შეხვედრა, სადაც მნისვნელოვანი საკითხები იქნება განხილული. “ბიზნესის სტიმულირების გეგმა დეტალური და საკმაოდ ეფექტური ახლა იქმნება და ეს არის უკვე პოსტ-კრიზისული ეკონომიკის სტიმულირების  გეგმის ნაწილი. […]

სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას და ნათია თურნავას პროკურატურაში უჩივლა

"სირცხვილია!.. ფიქრობთ, რომ ამოეფარებით ქართულ ჯარს და შეკითხვებს არ დავსვამთ კორუფციაზე ქართულ ჯარში?"- სალომე სამადაშვილი ლევან იზორიას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები თანამდებობას ბოროტად იყენებენ, როდესაც უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს უგულებელყოფენ. სალომე სამადაშვილმა მთავარ პროკურატურას დღეს განცხადებით მიმართა. „როდესაც ხელისუფლების ნებართვის გარეშე აკრძალულია ყველანაირი მიმოსვლა ქვეყანაში, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო, ხელისუფლება ცინიკურად აცხადებს, რომ მათ ეს საკითხი არ ეხებათ და უკვე მეორე კვირაა იგნორირებას […]

ნათია თურნავა – “მთავრობა წყნეთის აგარაკებსაც გაყიდის”

ნათია თურნავა - "სოსო ახლობლები მოვინახულე" - სოსო ჯავახიშვილი ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანია

მთავრობა საპრივატიზაციო ნუსხაში წყნეთის აგარაკებსაც შეიტანს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, უახლოეს დღეებში ეს ობიექტიც შეემატება იმ 117 ობიექტს, რომელიც უკვე წარდგენილია. “დღეს შეთავაზება გავუკეთეთ არა მაინცდამაინც მსხვილ ბიზნესს, არამედ პირველ რიგში მცირე ბიზნესს და მაგალითად, მცირე ფერმერული მეურნეობა სადღაც რეგიონში დაასაქმებს 10 ან […]