ნათია თურნავა – “ტურიზმს სხვა ქვეყნებზე ადრე აღვადგენთ”

ნათია თურნავა - "ტურიზმს სხვა ქვეყნებზე ადრე აღვადგენთ"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავა,ს განცხადებით, კრიზისის დროს ყველაზე დიდი ზიანი ტურიზმის სფეროს მიადგა.

როგორც ნათია თურნავამ “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა, სახელმწიფო ყველა მექანიზმს გამოიყენებს, რათა წლის ბოლომდე ქვეყანაში შიდა ტურიზმი აღდგეს.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ოთხშაბათს დადეგმილია ტურიზმის სექტორთან შეხვედრა, სადაც მნისვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.

“ბიზნესის სტიმულირების გეგმა დეტალური და საკმაოდ ეფექტური ახლა იქმნება და ეს არის უკვე პოსტ-კრიზისული ეკონომიკის სტიმულირების  გეგმის ნაწილი. აქ ჩვენ საინვესტიციო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე და საკუთარი ბაზრის მაქსიმალურად საკუთარი რესურსით უზრუნველყოფაზე.

როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესის სტიმულირებაზე და სოციალურ პაკეტზე, ურთიერთკავშირშია ეს ყველაფერი და საბოლოოდ ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ადრესატი  არის ადამიანი.

სრულიად ტურიზმი გახდა პრობლემური ბიზნესი და აქ სახელმწიფო შემოდის საკუთარი რესურსით. 90%-მდე უზრუნველყოფით ჩვენ შევეხიდებით კომპანიებს იმისთვის, რომ მათ დამატებით სესხის მოზიდვა თუ დასჭირდათ მოიზიდონ, ან დღევანდელი სესხის გადავადება თუ დასჭირდათ ბანკებთან ერთად, აქ 30%-ში შევეხიდებით. გავხდებით მათი თანაგარანტორი ამ თვალსაზრისით. თითქმის ყველა დარგი იქნება ჩვენი პროგრამის ადრესატი.

ტურიზმი მართლაც ყველაზე მტკივნეული თემაა ბიზნესებს შორის. ბევრი სხვა სფეროს ლოკომოტივი იყო ტურიზმი. მე დარწმუნებული ვარ, რომ გავა თვეები, ეს ისევ ასე იქნება. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სხვაზე ადრე აღადგენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას. შიდა ტურიზმი, ალბათ, უფრო სწრაფად ამოქმედდება, დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, არის მსოფლიოში მიმდინარე ვითარებაზე დამოკიდებული.

ჩვენ გვექნება დიდი ონლაინკონფერენცია ოთხშაბათს, სადაც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და ასოციაციები მიიღებენ მონაწილეობას. ვისაუბრებთ, თუ რა არის უფრო ადეკვატური და რელევანტური ამ უახლოეს პერიოდში მათ დასახმარებლად,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

რუსთავი 2