ნათია თურნავა – “მთავრობა წყნეთის აგარაკებსაც გაყიდის”

ნათია თურნავა - "მთავრობა წყნეთის აგარაკებსაც გაყიდის"მთავრობა საპრივატიზაციო ნუსხაში წყნეთის აგარაკებსაც შეიტანს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, უახლოეს დღეებში ეს ობიექტიც შეემატება იმ 117 ობიექტს, რომელიც უკვე წარდგენილია.
“დღეს შეთავაზება გავუკეთეთ არა მაინცდამაინც მსხვილ ბიზნესს, არამედ პირველ რიგში მცირე ბიზნესს და მაგალითად, მცირე ფერმერული მეურნეობა სადღაც რეგიონში დაასაქმებს 10 ან 20 ადამიანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა, ნამდვილად მსხვილ ობიექტებსაც იხილავთ სიაში. აქაც არის მსხვილი ობიექტები, მაგალითად ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო. ეს მუდმივად შევსებადი სია იქნება. წყნეთის აგარაკები უახლოეს დღეებში იქნება ატვირთული, ვამთავრებთ იქ შეფასების პროცესს, რომ წინაწარვე ყველაფერი გამზადებული იყოს. ბიზნესს ვთხოვთ, მიიღოს მონაწილეობა, შეიძინოს და ააშენოს”,- განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესს დღეს 117 საპრივატიზაციო ობიექტი წარუდგინა, რომელთა საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია.

ბიემჯი