ჭდე: ოპოზიცია

ნაცმოძრაობის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ – 3 საათზე მთავრობასთან აქცია იქნება

ნაცმოძრაობის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ - 3 საათზე მთავრობასთან აქცია იქნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ. არსებული ინფორმაციით, ლიდერები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თათბირობენ. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში კვლავ რჩებიან პარტიის მხარდამჭერები. ოპოზიცია დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში […]

“ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზადაა” – გივი მიქანაძე

"ოცნება" ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზადაა" - გივი მიქანაძე

ჩვენ კონსტრუქციული დიალოგისთვის 24 – საათიანი მზაობა გვაქვს – ის, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მზაობას გამოთქვამს, გარკვეულ ნიშნებს აჩვენებს, რომ გარკვეულ საკითხებზე შესაძლებელია მოვილაპარაკოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ 25 თებერვალს დაგეგმილი აქციის გადადებას გამოეხმაურა. მიქანაძის განცხადებით, ისინი მზად არიან ნებისმიერი საკითხი მიმოიხილონ და ნახონ, სად შეიძლება იყოს შეხების წერტილები. […]

აშშ-ის საელჩო – “ვაფასებთ ხელისუფლების და ოპოზიციის თავშეკავებას”

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. “შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს […]

იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის შეხვედრა დატოვა – “ისინი მიშას თამაშს თამაშობენ”

იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის შეხვედრა დატოვა - "ისინი მიშას თამაშს თამაშობენ"

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დატოვა. როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მოისმინეს, რომ „მიშას თამაშს თამაშობენ“. „ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენ. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, მიშას თამაშის თამაში. ზოგადად, განწყობაც ეს იყო, სადაც აღვნიშნეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ […]

“ოცნებას” 60-ვე ოპოზიციონერი პარლამენტში არ სჭირდება” – ვახტანგ ძაბირაძე

ვახტანგ ძაბირაძე - მეუფე იაკობი პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში თავადაც მონაწილეობდა

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებას” საერთოს არ აწუხებს პარლამენტში მარტო ყოფნა: – ისინი უფრო ანგარიშს პარტნიორ ქვეყნებს უწევენ. ამიტომაც ჩააგდეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ “ქართული ოცნება” დიდად მოხარული იყოს 60-ივე ოპოზიციონერის პარლამენტში ხილვით. ეს ძალიან გაურთულებს საქმეს “ქართულ ოცნებას”. ისინი ეცდებიან ვიღაცების შეყვანას, მაგრამ არა მთლად […]

კელი დეგნანი – “ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს”

კელი დეგნანი - "ბიზნესი საქართველოში ფულს ჩადებს, თუ სამართლიანი სასამართლო გექნებათ"

აშშ-ის ელჩი საქართველოში კენი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ. “ქართველი ხალხი სხვადასხვა გამოკითხვაში აცხადებს, რომ მათთვის მთავარი პრობლემები არის სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე. ისინი ასევე აცხადებენ, რომ სურთ, პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშაონ ამ საკითხებზე პარლამენტში. იმედი მაქვს, პარტიები, […]

“ქართული ოცნება” ოპოზიციას მანდატებს არ შეუწყვეტს

პარლამენტმა 91 ხმით ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა გამოაცხადა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება. “დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების […]

“ოპოზიციის რეიტინგის ასეთ კატასტროფულ ვარდნას არ ველოდი” – ვახტანგ ძაბირაძე

ვახტანგ ძაბირაძე - მეუფე იაკობი პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში თავადაც მონაწილეობდა

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქუჩის პოლიტიკის წარმართვა რთული საქმეა და ის ბევრი კომპონენტისგან შედგება: – ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს და 30 წელია, ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. 2008 წლის მოვლენები გაიხსენონ. როგორ დასრულდა მაშინ ის ყველაფერი, ხომ კარგად ახსოვთ?! დიდი სისულელე ქნა ოპოზიციამ 2008 წელს, როდესაც პარლამენტში არ შევიდა. დღესაც იმავეს იმეორებს. […]

ირაკლი კობახიძე – “ოპოზიციას 2 არჩევანი აქვს – ცუდი და უარესი”

ირაკლი კობახიძე - "ტვ პირველის ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ ნაციონალ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნებზე, სადაც ხმაურს და არეულობას აპირებენ"

ოპოზიცია მთლიანობაში უკან იხევს – ხვდებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. კობახიძის შეფასებით, მმართველ გუნდს აქვს ძალიან ბევრი სვლა და ბევრი მანევრი, ხოლო ოპოზიციას “პრაქტიკულად ნულოვანი სვლების “ბაგაჟი“ და ნულოვანი მანევრი აქვს“. კობახიძის აზრით, ოპოზიცია ცდილობს მოძებნოს იმ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი, რაშიც თავი თავად ჩაიგდეს. “ისინი ხვდებიან, რომ თავი […]

ნიკა გვარამია – “7 ოპოზიციონერი პარლამენტში შედის”

"თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას შავნაბადას სპეცრაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი მისდევდა"

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “ოპოზიცია ნაზი ყვავილი არ არის, რომ მისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა არ შეიძლებოდეს. მით უმეტეს, ამ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. არავის არ ვაგინებთ, გვაქვს ინფორმაცია ერთდროულად და იდენტური ქართული ოცნებიდან და ოპოზიციიდან, რომ 7 ოპოზიციონერი სამი პარტიიდან აპირებს პარლამენტში შესვლას. ყოველგვარი ისტერიკის გარეშე, ვცდილობთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას. არ ვაპირებთ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტის დამალვას. […]